2. საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.
3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობის მიმართულებებს.
4. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველისათვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები და სპეციალიზებული ცენტრები, რომელთა სტრუქტურას, ორგანიზებას, საქმიანობის მიმართულებებს, მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2014 ორგანული კანონი №3016
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330310019002803937 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2019
სასამართლომ ასევე მიუთითა „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით.
- საქმე №330310019002803937 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
სასა----თლო მიუთითებს „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება