1. წიაღის შესწავლის სამუშაოები, წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წიაღის უბნების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, ექვემდებარება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში აღრიცხვას.
2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი აწარმოებს წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს.
3. წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავდროულად, წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღის შესახებ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს.
4. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმის შედგენის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №548 – ვებგვერდი, 16.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.05.2025 კანონი №548
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-573-570(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2017
კასატორი მიუთითებს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლში მითითებული დანაწესი „გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა“, გულისხმობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლს, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთები ზემოთ ხსენებული სამინისტროების მიერ დარეგისტრირდებოდა წიაღის ერთიან სახელმწიფო ფონდში და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს შეეცვლებოდათ დანიშნულება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება