სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-150-140(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2007
ამასთან, გამგეობის სარეკომენდაციო წერილი არ არის გათვალისწინებული ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის მოპოვების აუცილებელ დოკუმენტთა ჩამონათვალში და მისი არსებობა ან არარსებობა არ შეიძლება გახდეს ლიცენზიის ბათილად ცნობის საფუძველი.
- საქმე №ბს-135-126(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
…ახალი კანონმდებლობა. მიწის მესაკუთრის, ოზურგეთის რაიონის გამგეობის თანხმობის გარეშე მიწის მინაკუთვნის გამოყოფა და იჯარის ხელშეკრულების გარეშე შპს,,....." მიერ მინაკუთვნით სარგებლობა ეწინააღმდეგება,,წიაღის შესახებ" კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების მოთხოვნებს. მიწის იჯარის ხელშეკრულების დადებაზე შპს,,....." უარი უსაფუძვლოა, რადგან ემყარება «წიაღის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის არასწორ განმარტებას, რომ მიწის მინაკუთვნი წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და ავტომატურად გაიცემა წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან ერთად.
- საქმე №ბს-1008-594(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
…ახალი კანონმდებლობა. მიწის მესაკუთრის _ ოზურგეთის რაიონის გამგეობის თანხმობის გარეშე მიწის მინაკუთვნის გამოყოფა და იჯარის ხელშეკრულების გარეშე შპს «ა...ს" მიერ მინაკუთვნით სარგებლობა ეწინააღმდეგება «წიაღის შესახებ" კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების მოთხოვნებს. მიწის იჯარის ხელშეკრულების დადებაზე შპს «ა...ს" უარი უსაფუძვლოა, რადგან ემყარება «წიაღის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის არასწორ განმარტებას, რომ მიწის მინაკუთვნი წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და ავტომატურად გაიცემა წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან ერთად.
- საქმე №3გ-ად-36-კ.ს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2002
…სს «....-სათვის» 59,5 ჰა მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემა» _ ძალაშია 2001 წლის 22 ივლისამდე და იგი გაუქმებულია იმ დროიდან, როცა სახელმწიფომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახით, «წიაღის შესახებ» საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განკარგა ე-ის კირქვის საბადოს მეორე უბანი (გამოაცხადა კონკურსი).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება