1. წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;
ბ) გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
გ) (ამოღებულია – 25.03.2013, №495);
დ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით;
ე) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე;
ვ) მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა.
2. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2148 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.338
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-135-126(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
…განისაზღვრა მყიდველის მიერ ინვესტიციების განხორციელება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მაგრამ, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნას, რომ შპს «....» ეკისრებოდა მიწის მინაკუთვნზე საიჯარო ხელშეკრულების დადებისა და საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.
- საქმე №330310017001970476 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.11.2018
…ჯამური ოდენობა 163 200 კუბური მეტრის მოცულობით. ლიცენზიის მოქმედების ვადა იყო 5 წელი - 06.08.2015წ.-დან 11.01.2018წ.-მდე. გეოსაინფორმაციო პაკეტის თანახმად, ლიცენზია გაიცა 3 მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება