1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტს წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობს, ფუჭი ქანის სანაყაროს, აგრეთვე კუდის ან სხვა ნარჩენის განთავსების ადგილს. იგი სარეკულტივაციო მიწებს განეკუთვნება. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში, როგორც წიაღის ფონდის მიწა, რის შემდეგაც იგი საჯარო რეესტრში აღირიცხება. წიაღის ფონდის მიწაზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობის განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი წიაღით სარგებლობისთვის არ გამოიყენება. თუ წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე წიაღით სარგებლობა არ დაწყებულა, შესაძლებელია შესაბამისი მიწის ფართობით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწის საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული წიაღით სარგებლობის ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.
2. მიწის მინაკუთვნის ზომებს და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.
3. (ამოღებულია – 25.03.2013, №495).
4. (ამოღებულია).
5. წიაღით სარგებლობის დასრულებისას ან წიაღით სარგებლობის სხვა მიზეზით შეწყვეტისას, თუ არ არსებობს წიაღით შემდგომი სარგებლობის პერსპექტივა, სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1765 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.237
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3890 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ.,მუხ.432
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1676 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 27.12.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №557 – ვებგვერდი, 16.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 13.05.2025 კანონი №557
- 16.12.2021 კანონი №1146
- 07.12.2017 კანონი №1676
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-1297(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სადავო მიწის ნაკვეთების სალიცენზიო არეალში განთავსებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობების მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
- საქმე №ბს-512(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
„წიაღის შესახებ“ კანონის მე-7 და მე-8 მუხლები ადგენს ერთი მხრივ, წიაღით მოსარგებლის უფლებას, გამოიყენოს მიწის და სამთო მინაკუთვნი, ლიცენზიით მინიჭებულ ფარგლებში, რაც შესაბამისად, ამ ფარგლებში ზღუდავს…
- საქმე №ბს-912(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2024
სასამართლომ მიუთითა „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის №136…
- საქმე №ბს-509(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
აღნიშნული ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც სასამართლომ გააკეთა, წინააღმდეგობაში მოდის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ იმპერატიულ დანაწესთან, რომელიც წიაღის ფონდში შემავალ ლიცენზირებულ ობიექტებზე კერძო საკუთრების უფლების წარმოშობას ლიცენზიანტის თანხმობის სავალდებულოობას უკავშირებს.
- საქმე №ბს-1040(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2022
მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობას ასაბუთებს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით და სხვა ფორმით გაცემა სსიპ…
- საქმე №ბს-1303(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
- საქმე №ას-1228-1151-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2016
- საქმე №ბს-866-833(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2009
- საქმე №ბს-150-140(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2007
- საქმე №ბს-135-126(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
- საქმე №ბს-135-127(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2006
- საქმე №ბს-1008-594(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
- საქმე №ბს-1166-995-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2005
- საქმე №340310019002953425 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 25.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება