1. საქართველოს კანონმდებლობა წიაღის შესახებ მოიცავს ამ კანონს და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც არეგულირებენ წიაღის, ნებისმიერი სახის სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების შესწავლასა და გამოყენებას, მომპოვებელ და გადამამუშავებელ წარმოებათა ნარჩენების (მათ შორის გადასახსნელი ქანების) გამოყენების, შენახვისა და დაცვის, აგრეთვე, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს.
2. საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებითა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ოპერაციები რეგულირდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. წიაღით სარგებლობის დროს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლის და ცხოველთა სამყაროს გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ხოლო მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ შორის, ტყით და სხვა მცენარეული საფარით დაფარული ფართობების წიაღით სარგებლობისათვის გამოყენების საკითხებს, არეგულირებს ეს კანონი და საქართველოს ტყის კოდექსი. წიაღით სარგებლობის პროცესში ტყისა და სხვა მცენარეული საფარის რესურსის გამოყენების პირობები დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1894 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.50
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №673 – ვებგვერდი, 16.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2025 კანონი №673
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-762(2კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2021
…რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიის სახეებს, ერთმანეთისაგან მიჯნავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას. „წიაღის შესახებ“ კანონის 1.2 მუხლის თანახმად, საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“.
- საქმე №ბს-135-126(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
შესაგებლის ავტორის განმარტებით, «წიაღის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის შესაბამისად, მასზე «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი არ ვრცელდება, რადგან სამთო მინაკუთვნი არის არა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არამედ წიაღი, თანახმად «წიაღის შესახებ» კანონის პირველი მუხლისა. ამდენად, შესაგებლის ავტორმა ოზურგეთის რაიონის გამგეობის სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად (ს.ფ.
- საქმე №ბს-1008-594(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
შესაგებლის ავტორის განმარტებით, «წიაღის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის შესაბამისად, მასზე «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი არ ვრცელდება, რადგან სამთო მინაკუთვნი არის არა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არამედ წიაღი, თანახმად «წიაღის შესახებ» კანონის პირველი მუხლისა. ამდენად, შესაგებლის ავტორმა ოზურგეთის რაიონის გამგეობის სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება