1. წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი, მიუხედავად იმისა, ხდებოდა, ხდება თუ მოხდება წიაღით სარგებლობა.
2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-573-570(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2017
კასატორი მიუთითებს, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი, მიუხედავად, იმისა, ხდებოდა, ხდება თუ მოხდება წიაღით სარგებლობა“.
- საქმე №ბს-135-127(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2006
«წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ეს მიწები წარმოადგენს სახელმწიფო ფონდის მიწებს, რომლებიც მიწის გადასახადისგან გათავისუფლებულია.
- საქმე №ბს-1166-995-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2005
ხოლო ამ პერიოდის შემდეგ, “წიაღის შესახებ” კანონის მე-3 და მე-8 მუხლების საფუძველზე, ისინი წარმოადგენდნენ სახელმწიფო ფონდის მიწებს, რომლებიც მიწის გადასახადისაგან განთავისუფლებულია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება