1. წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით.
2. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა.
3. გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს.
4. წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის
საბადოს დამუშავების, მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის უფლებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის
საბადოს დამუშავებასთან, აგრეთვე წიაღის იმ ობიექტების შექმნის უფლებას, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას.
წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით.
5. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ.
6. სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლუატაციო სამთო გვირაბები, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში). თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედაპირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედაპირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.
7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-512(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
„წიაღის შესახებ“ კანონის მე-7 და მე-8 მუხლები ადგენს ერთი მხრივ, წიაღით მოსარგებლის უფლებას, გამოიყენოს მიწის და სამთო მინაკუთვნი, ლიცენზიით მინიჭებულ ფარგლებში, რაც შესაბამისად, ამ ფარგლებში…
- საქმე №ბს-892(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2024
…რომ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში კონკრეტულად მითითებულ ტერიტორიაზე იძენს უფლებებსა და ვალდებულებებს. შესაბამისად, ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულება და შეუსრულებლობა დაკავშირებულია სწორედ ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან. "წიაღის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის... და მე-2 პუნქტების მიხედვით წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით.
- საქმე №ას-1228-1151-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2016
ამასთან, მოპასუხე საწარმოს, „წიაღის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, გადაეცა წიაღის უბანი სარგებლობისათვის სამთო მინაკუთვნის სახით, რაც გულისხმობს ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანს, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება.
- საქმე №ბს-135-126(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
შესაგებლის ავტორის განმარტებით, «წიაღის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის შესაბამისად, მასზე «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
- საქმე №ბს-1008-594(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
შესაგებლის ავტორის განმარტებით, «წიაღის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და 34-ე მუხლის შესაბამისად, მასზე «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
- საქმე №ბს-1170-745(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2006
- საქმე №ას-139-131-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №190210014561313 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება