1. წიაღით სარგებლობა მოიცავს:
ა) წიაღის შესწავლას;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;
ბ1) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას;
გ) სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას;
დ) მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის, წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან;
ე) გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებას.
2. წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა.
3. ლიცენზიას არ საჭიროებს რეგიონალური, გეოლოგიური და გეოფიზიკური, გეოლოგიური აგეგმვის, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც გამიზნულია წიაღის საერთო შესწავლის, მიწისძვრის პროგნოზირებისა და ვულკანური პროცესების კვლევის, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის შექმნისა და გაძღოლის, მიწისქვეშა წყლების რეჟიმის კონტროლისათვის, აგრეთვე ყველა სხვა საქმიანობა, რომლებიც არ იწვევს წიაღის მთლიანობის არსებით დარღვევას. წიაღით ასეთი სახის სარგებლობა ექვემდებარება ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად აღრიცხვას.
4. ლიცენზია საჭირო არ არის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოსარგებლის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის მოპოვებისათვის, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №495
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-512(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
საკასაციო პალატა „წიაღის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ წიაღით სარგებლობა მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას.
- საქმე №ბს-74(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ მიუთითებს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, წიაღით სარგებლობა გულისხმობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, ხოლო…
- საქმე №ბს-1170-745(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2006
…წიაღისეულის მოპოვების უფლება, აგრეთვე, სააპელაციო პალატამ არასწორად დაასკვნა, რომ თითქოს სახელმწიფომ მოპასუხის მხრიდან წიაღით თვითნებურად სარგებლობის შედეგად მიიღო მხოლოდ 900 ლარის ზიანი გადაუხდელი სალიცენზიო მოსაკრებლის სახით. “წიაღის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წიაღის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება