თავი V — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზება
1. ამ კანონის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები:
ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი და მასზე დასმულია მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის წელი;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელზედაც დასმულია მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მებაღის წიგნაკის გაცემის წელი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია/დადასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ;
ე) განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, რომელიც არ არის დამტკიცებული სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე), მაგრამ დადასტურებულია/დადასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.
3. თუ მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებული არ არის ან არ იძებნება, მაგრამ დაინტერესებულ პირზე გაცემულია სააგარაკო სახლის პროექტი, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით და რომელზედაც აღნიშნულია დაინტერესებული პირის სახელი და გვარი, სააგენტო უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება ამ მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობით.
4. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემულ მიწაზე საკუთრების უფლება მებაღის წიგნაკის გარეშე რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება პირის მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღება, მის მიერ საწევრო შენატანის ან/და ყოველთვიური საწევრო შესატანის გადახდა ან თუ პირი შეყვანილია ამხანაგობის წევრთა სიაში. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება აღნიშნული მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობით.
5. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.
6. ამ კანონით მებაღის წიგნაკთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათიანი წესები ვრცელდება აგრეთვე მებაღის საწევრო წიგნაკზე.
7. მეხილეობის, მევენახეობის, მერძევეობის ან სხვა სახის მეურნეობის მიერ გაცემული აქტის საფუძველზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტი შეიცავს ბრიგადირის ან მიწის რეფორმის კომისიის წევრის ხელმოწერასა და ბეჭედს.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5500 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
თავი VI
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება (სანოტარო მედიაცია)
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5500 – ვებგვერდი, 18.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5500
- 11.12.2019 კანონი №5500
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.06.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები 1. ამ კანონის საფუძველზეშესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობისკანონმდებლობით შესაბამისადდადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. 2. საქართველოს კანონმდებლობისკანონმდებლობით შესაბამისადდადგენილი წესით შედგენილად ითვლებამიიჩნევა ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები: ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტისმიწის გაცემისნაკვეთის წელიმესაკუთრე და მიწის ნაკვეთის ფართობი და მასმასზე აქვსდასმულია მიწის რეფორმის კომისიისკომისიის, არანაკლებმუნიციპალიტეტის 2ან წევრისსხვა ხელმოწერაუფლებამოსილი დაორგანოს ბეჭედი;ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის წელი; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილგათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია წიგნაკის გაცემის წელი, მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელსაცრომელზედაც აქვსდასმულია მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი;ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მებაღის წიგნაკის გაცემის წელი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულიადადასტურებულია/დადასტურდება ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობისაღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ე) „საქართველოსგანაწილების რესპუბლიკაშისია სასოფლო-სამეურნეოთანდართული დანიშნულების მიწის რეფორმისგამოყოფის შესახებ“გეგმით საქართველოსან რესპუბლიკისმის მინისტრთაგარეშე, კაბინეტისრომელიც 1992არ წლისარის 18დამტკიცებული იანვრისსოფლის №48(დაბის) დადგენილებისყრილობაზე შესაბამისად(საერთო სოფლისკრებაზე), (დაბის)მაგრამ ადგილობრივიდადასტურებულია/დადასტურდება მმართველობისმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებითმიერ. შექმნილი3. მიწისთუ რეფორმისმებაღეობის კომისიისამხანაგობის მიერ შედგენილიგაცემული მებაღის წიგნაკი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებული არ არის ან არ იძებნება, მაგრამ დაინტერესებულ პირზე გაცემულია სააგარაკო სახლის პროექტი, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით და სოფლისრომელზედაც (დაბის)აღნიშნულია ყრილობაზედაინტერესებული (საერთოპირის კრებაზე)სახელი დამტკიცებულიდა მიწებისგვარი, განაწილებისსააგენტო სიაუფლებამოსილია თანდართულიდაარეგისტრიროს საკუთრების უფლება ამ მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის გამოყოფისნაკვეთის გეგმითფართობის ანზღვრული მისოდენობით. 4. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემულ მიწაზე საკუთრების უფლება მებაღის წიგნაკის გარეშე –რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ არსაქმეზე დგინდებაწარმოდგენილი სოფლისდოკუმენტაციით (დაბის)დასტურდება ყრილობაზეპირის (საერთომებაღეობის კრებაზე)ამხანაგობის მიწებისწევრად განაწილებისმიღება, სიისმის დამტკიცებისმიერ ფაქტი.საწევრო თავიშენატანის VIან/და სახელმწიფოყოველთვიური პროექტისსაწევრო ფარგლებშიშესატანის გადახდა ან თუ პირი შეყვანილია ამხანაგობის წევრთა სიაში. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება აღნიშნული მებაღეობის ამხანაგობის სხვა წევრებისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობით. 5. მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით. 6. ამ კანონით მებაღის წიგნაკთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათიანი წესები ვრცელდება აგრეთვე მებაღის საწევრო წიგნაკზე. 7. მეხილეობის, მევენახეობის, მერძევეობის ან სხვა სახის მეურნეობის მიერ გაცემული აქტის საფუძველზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტი შეიცავს ბრიგადირის ან მიწის რეფორმის კომისიის წევრის ხელმოწერასა და ბეჭედს. თავი VI დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება (მედიაცია)(სანოტარო მედიაცია)
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1043(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-8, 21-ე, 22-ე მუხლები, "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-17 მუხლები და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის იცნობს საკუთრების უფლების შეძენას, უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გზით.
- საქმე №ბს-1365(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე და…
- საქმე №ბს-133(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2021
…კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი) მიჩნეულია საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. ამავე კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული…
- საქმე №ბს-550(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ხარვეზები იმთავითვე არ გამორიცხავს მას უფლებადამდგენი დოკუმენტებიდან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 17.2 მუხლის მიხედვით, მიწის რეფორმის კომისიის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება