თავი II — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ცვლილება და მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებული შესაძლო ცვლილებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-1200-1129-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2012
სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ცვლილება და მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ას-526-499-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2012
ხოლო, მე-9 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების შეცვლას. ამავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადასტურებენ, რომ მოცემული ხელშეკრულება შეესაბამება მათ მიერ გამოვლენილ ნებას და ნების გამოვლენისას რაიმე სახის ძალდატანებას ან მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.
- საქმე №ას-1439-1454-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2011
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-9 მუხლებით და მიიჩნია, რომ საერთო თანასაკუთრებაშიBარსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, თავისი არსიდან და სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე, გულისხმობს ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამიჯვნას.
- საქმე №330310017002027843 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
…წესით. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება, რაც ხორციელდება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ცვლილება და მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №330310017002027843 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.07.2019
…თბილისში, ვ---------ის II მ/რ -ში მდებარე N14 კორპუსისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებისას იყო თუ არა დაცული მოქმედი კანონმდებლობა და ამ აქტის მოქმედებით მოსარჩელეს ადგება თუ არა პირდაპირი და უშუალო ზიანი. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ცვლილება და მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №330310018002532201 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება