თავი II — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება
1. ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გასხვისებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში ცალკეულ მესაკუთრეთა წილის გარეშე.
2. არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შესაბამისი წილის გარეშე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრების განკარგვის, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ კანონით ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ წესდების საფუძველზე დადგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განკარგვის შეზღუდვები.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ცალკეული ობიექტი ან ნაწილი შეიძლება სარგებლობაში გადაეცეს მესამე პირს მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით დადგენილი წესების შესაბამისად.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი შემდეგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემა:
ა) კიბის უჯრედები და კიბეები;
ბ) ლიფტები, სალიფტე თუ სხვაგვარი საერთო სარგებლობის შახტები და არხები;
გ) საერთო სარგებლობის დერეფნები და გალერეები;
დ) ტექნიკური სართულები, მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები, სახურავები;
ე) მრავალბინიანი სახლის მომსახურე მექანიკური, ელექტრო-სანტექნიკური და სხვაგვარი მოწყობილობა-დანადგარები.
6. შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ან მესამე პირთა მიერ შეზღუდული სარგებლობის უფლებით დატვირთვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(42)
- საქმე №ბს-935(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
…კრების ოქმი, რითაც შეუზღუდა სს „ბ...ს“ (ამჟამად სს „ს...“) სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 მუხლები. კასატორების განმარტებით, მათ ლეგალიზების შესახებ განცხადებით მიმართეს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 25 მაისს.
- საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი საერთო სარგებლობის დერეფნების სარგებლობაში გადაცემა.
- საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
…მოახდენდა სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. 3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 4.1, 4.2, 5.1- 5.4, 6.5, 10.1, 19.1, 26.1, 27.1, 27.4, 28.2, 28.3 მუხლებით და განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე დავის მოწესრიგების მიზნით, არსებით მნ
- საქმე №ას-1295-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
სააპელაციო პალატამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რა წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხაგანობის წევრთა საერთო საკუთრებას და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებსა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით დაადგინა, რომ ის ქონება (კიბის უჯრედები, სხვენები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები და შახტები), რომლითაც სარგებლობაში…
- საქმე №ბს-506(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
ამასთან, მე-6 მუხლის საფუძველზე, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა).
- საქმე №ას-466-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
- საქმე №ას-524-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2023
- საქმე №ბს-300(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-360(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ას-666-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
- საქმე №ბს-1111(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
- საქმე №ას-1660-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2020
- საქმე №ბს-165(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2020
- საქმე №ბს-55-54(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-888(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2019
- საქმე №ას-536-502-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2017
- საქმე №ას-411-391-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2016
- საქმე №ას-733-697-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2015
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
- საქმე №ას-1206-1149-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2015
- საქმე №ას-177-170-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2013
- საქმე №ას-101-96-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2013
- საქმე №ას-1200-1129-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2012
- საქმე №ას-63-60-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ას-1246-1096-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.05.2011
- საქმე №330210018002650068 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.02.2020
- საქმე №330210018002564545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.09.2019
- საქმე №330210116001438161 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330210018002488683 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330210018002267426 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330210014557012 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330210013222149 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №330210014619834 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №050310017001979224 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №330310016001217172 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330310016001495601 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №010210016001257789 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.02.2018
- საქმე №020210019003182224 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №330310019002961291 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2019
- საქმე №330210018002619867 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება