თავი II — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
2. საერთო ქონების მეწილეთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.
3. მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს:
ა) მიწის ნაკვეთი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა;
გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.);
დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში;
ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შეიძლება შედიოდეს შეძენილი მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და არამატერიალური სიკეთეები.
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განსაზღვრავს მის წილს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების საერთო ხარჯებში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(169)
- საქმე №ბს-389(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს ( კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი). 13. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის…
- საქმე №2კ-946აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორია, მით უფრო, კოდირებული სადარბაზო, სადაც მაცხოვრებლების ნებართვის გარეშე შესვლა არ ხდება, წარმოადგენს სივრცეს, სადაც პირის კონფიდენციალურობის მოლოდინი მაღალია ( „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საცხოვრებელი სახლის სადარბაზო წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას“).
- საქმე №ბს-363(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2026
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ფართი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართს (იხ.
- საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
მოსარჩელეებმა აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესად მიუთითეს, რომ უძრავი ქონება (სხვენი), რომელიც ამჟამად მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებაშია რეგისტრირებული, დაბრუნდება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში ( „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), რის შედეგადაც მოსარჩელეებს, როგორც ამ უძრავი ქონების მფლობელებს,…
- საქმე №ას-906-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
…წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას).
- საქმე №ბს-935(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
- საქმე №ას-400-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
- საქმე №ას-356-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
- საქმე №ას-582-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
- საქმე №ას-979-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
- საქმე №ას-879-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №ას-476-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
- საქმე №ას-686-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-525-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
- საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ას-1295-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
- საქმე №ას-824-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ას-1389-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-1029(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ბს-1104(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ას-524-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2023
- საქმე №ას-1426-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №ას-28-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
- საქმე №ბს-456(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-300(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-360(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ას-567-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2022
- საქმე №ას-89-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ბს-76(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
- საქმე №ას-830-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
- საქმე №ას-962-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2021
- საქმე №ას-826-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2021
- საქმე №ას-1362-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2021
- საქმე №ბს-929(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2021
- საქმე №ას-1660-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2020
- საქმე №ას-1137-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2020
- საქმე №ას-1030-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
- საქმე №ბს-1427(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2020
- საქმე №ბს-165(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 169-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება