თავი II — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება
1. მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.
2. მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით.
3. მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. მესაკუთრეს, რომელსაც ხმა არ მიუცია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არ არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციასთან, არ ეკისრება ამგვარი ღონისძიებების შედეგად წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, ამასთანავე, მას არ აქვს ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე სარგებლობათა მოთხოვნის უფლებაც, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
- საქმე №ას-400-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს. ამავე კანონის 7.3 მუხლის თანახმად, მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
- საქმე №ას-476-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2024
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-3, მე-4, მე-7, მე-10 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 99-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან ამხანაგობამ გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის ინფორმირების გარეშე, არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
- საქმე №ას-686-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…ნაკვეთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა. 7. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის,,კ“ პუნქტის თანახმად, მესაკუთრე არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე; იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით.
- საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
ამასთანავე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები პასუხს აგებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში თავიანთი წილის შესაბამისად, პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მოწვეული მმართველის პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
- საქმე №ას-1295-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
სააპელაციო პალატამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რა წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხაგანობის წევრთა საერთო საკუთრებას და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებსა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით დაადგინა, რომ ის ქონება (კიბის უჯრედები, სხვენები, ტექნიკური სართულები,…
- საქმე №ბს-433(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ას-1389-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ას-547-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №ას-1024-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №ას-89-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-1341-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
- საქმე №ას-383-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-1660-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2020
- საქმე №ას-898-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2020
- საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ას-389-362-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №ას-233-221-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №ას-240-225-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2014
- საქმე №ას-1152-1098-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2014
- საქმე №ას-850-808-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2013
- საქმე №ას-627-590-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2013
- საქმე №ბს-60-55(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2013
- საქმე №ას-724-680-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2012
- საქმე №ას-1707-1691-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2012
- საქმე №ას-63-60-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ას-779-729-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2010
- საქმე №ას-884-832-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2010
- საქმე №ას-937-1243-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2008
- საქმე №330310017001937285 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №030210019002445302 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330210018002267426 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330310016001286116 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №330310118002707906 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330210118002729799 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330210016001634983 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.05.2019
- საქმე №030210018002445302 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.12.2018
- საქმე №190210018002616639 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 07.12.2018
- საქმე №010210017001843352 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.10.2018
- საქმე №330210018002267426 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.09.2018
- საქმე №330210017002026525 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.08.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 41-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება