1. ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა.
2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7018-რს - ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №7018-რს
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. კანონით შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მრავალბინიან სახლში 1. ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. 2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(29)
- საქმე №ას-1295-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
ზემოაღნიშნული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-11 მუხლზე და დაადგინა, რომ ვინაიდან სადავო მისამართზე მდებარე უძრავ ნივთს ჰყავდა რამდენიმე ინდივიდუალური მესაკუთრე, შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაფუძნებულად ითვლებოდა და სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები.
- საქმე №ას-383-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განმეორებით შეჩერდა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ იმ შემთხვევაში თუ მისამართზე არსებულ ერთ მიწის ნაკვეთზე არსებობს ორი ამხანაგობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წარმოსადგენია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობა,…
- საქმე №ას-1488-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2021
…რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მრავალბინიან სახლად მიიჩნევა სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა (იხ.
- საქმე №ას-954-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
…მრავალბინიანი სახლი, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა „ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაა“ და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე „ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა“ მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ: 14.2.1......
- საქმე №ას-1660-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2020
სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე დავაზე უნდა გავრცელდეს,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რამდენადაც აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც…
- საქმე №ბს-414-411(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №ას-805-772-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2017
- საქმე №ას-298-285-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2016
- საქმე №ას-114-110-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2016
- საქმე №ას-718-683-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2015
- საქმე №ას-733-697-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2015
- საქმე №ას-1152-1098-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2014
- საქმე №ბს-529-520(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2014
- საქმე №ას-926-884-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2014
- საქმე №ას-979-937-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2013
- საქმე №ას-1396-1412-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2011
- საქმე №ას-759-1085-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2010
- საქმე №010310015001038970 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №010210119001788419 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №330310017001975364 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330310017002178020 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №010310015001095073 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №330210018002688182 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №330210018002619867 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №010210017002006982 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №010210017001799439 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №010210117001788419 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.11.2018
- საქმე №010210017001843352 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.10.2018
- საქმე №330310017002055660 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება