1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უფლება აქვს ეწეოდეს არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდან მიღებული შემოსავალიც, პირველ რიგში, გამოყენებული უნდა იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია განახორციელოს არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის შემდეგი სახეობები:
ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების, მათ შორის, იმ სახურავის, სხვენის, სარდაფის, მიწის ნაკვეთის, რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში, სარგებლობის უფლებით გაცემა ან გასხვისება. ეს პუნქტი არ ეხება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ სამეურნეო სათავსებს;
ბ) ფულადი სახსრების ბანკებში ან სხვა საკრედიტო დაწესებულებებში განთავსება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-979-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
რაც შეეხება სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ასევე, მიუთითა გამოსაკვლევ საკითხთან მიმართებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2023 წლის №ას-1024-2022 განჩინება;
- საქმე №ას-324-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის,,გ.ბ.“ პუნქტის საფუძველზე პირველ მოპასუხეს სადავო სარდაფი, როგორც მესამე პირს, ისე გადაეცა (იხ.
- საქმე №ას-796-850-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
…კვორუმი. საქმის მასალებით არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ.კ-ძე “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროისათვის (2007 წლის 1 აგვისტო) ფაქტობრივად ფლობდა სადავო ფართს. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლი მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ბინათმესაკუთრეთა…
- საქმე №330210114548193 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2018
…სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლი მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ბინათმესაკუთრეთა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება