1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია:
ა) ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში;
ბ) იზრუნოს იმისათვის, რომ მრავალბინიან სახლში განთავსებულ მის საწარმოში დასაქმებულმა პირებმა ან მათ, ვისაც იგი თავის ინდივიდუალურ ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ან შენობის ნაწილებს სარგებლობაში გადასცემს, შეასრულონ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული მოვალეობანი;
გ) ითმინოს ზემოქმედება მის ბინაში არსებულ სახლის ნაწილსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე (საერთო საკუთრებაზე), თუ ეს ზემოქმედება შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პირობებს;
დ) ნება დართოს უფლებამოსილ პირს, შევიდეს ბინაში და დროებით გამოიყენოს ის, თუ ეს აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად და მისთვის მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად; ამ დროს წარმოშობილი ზიანი უნდა ანაზღაურდეს;
ე) ითმინოს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია საკომუნიკაციო და მომარაგების ობიექტების მოსაწყობად და სამოქმედოდ. მესაკუთრე, რომლის სასარგებლოდაც ტარდება ამგვარი ღონისძიებები, ვალდებულია აანაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დაცვის მიზნით დაიცვას სამშენებლო-ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული და სხვა ნორმები და წესები;
თ) თავისი ქონების გასხვისებისას ქონების შეძენის მსურველს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინაშე არსებული ან მოსალოდნელი ვალდებულებების შესახებ;
ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მიერ თავისი კუთვნილი ქონების გამოუყენებლობა, ისევე, როგორც უარის თქმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით სარგებლობაზე, არ ათავისუფლებს მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯებში მონაწილეობისაგან.
3. ამ მუხლით განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია მიმართოს სასამართლო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(36)
- საქმე №ას-400-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
…მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 21.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
- საქმე №ას-1426-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესაკუთრისთვის თანხის დაკისრება მართლსაწინააღმდეგო ქმედებას არ წარმოადგენს, რადგან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ხარჯების გაწევაში.
- საქმე №ას-1341-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
…ხარჯები, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 956-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 960-ე მუხლზე,,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ვ“ ქვეპუნქტსა და მე-2-მე-3 პუნქტებზე, მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის…
- საქმე №ას-87-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც), ასევე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია ისეთ მდგომარეობაში…
- საქმე №ას-88-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2021
სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი მოწინააღმდეგე მხარისაგან ითხოვდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ამ ვალდებულების არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა.
- საქმე №ას-1030-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
- საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ას-1002-963-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
- საქმე №ას-876-843-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2017
- საქმე №ას-718-683-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2015
- საქმე №ას-1126-1073-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2015
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
- საქმე №ას-240-225-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2014
- საქმე №ას-1152-1098-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2014
- საქმე №ას-850-808-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2013
- საქმე №ას-979-937-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2013
- საქმე №ას-1409-1328-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2013
- საქმე №ას-576-547-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2013
- საქმე №ას-1477-1393-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2013
- საქმე №ას-724-680-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2012
- საქმე №ას-1396-1412-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2011
- საქმე №ას-1218-1238-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-1098-1107-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №ას-641-602-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2011
- საქმე №ას-1244-1094-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2011
- საქმე №010211414800839 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №330210016001382579 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.12.2019
- საქმე №330210018002564545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.09.2019
- საქმე №190210018002616639 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2019
- საქმე №330210018002488683 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №030210019002445302 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330210117001918876 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №010310015001095073 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №030210018002445302 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 31.12.2018
- საქმე №330210018002564545 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.11.2018
- საქმე №330210018002488683 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება