1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ბინა ეკუთვნის რამდენიმე მესაკუთრეს საერთო საკუთრების უფლებით, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში თავიანთი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. თუ მესაკუთრეები არ დანიშნავენ წარმომადგენელს, წარმომადგენლად ჩაითვლება მესაკუთრეებს შორის უხუცესი მესაკუთრე.
3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არასრულწლოვან წევრთა ინტერესებს წარმოადგენენ მათი მშობლები, მეურვეები ან მზრუნველები. ქმედებანი არასრულწლოვანთა სახელით ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ბინის მესაკუთრის გარდაცვალების, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება. ამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(70)
- საქმე №ბს-389(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. 12. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში.
- საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
…სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. 3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 4.1, 4.2, 5.1- 5.4, 6.5, 10.1, 19.1, 26.1, 27.1, 27.4, 28.2, 28.3 მუხლებით და განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე დავის მოწესრიგების მიზნით, არსებით მნიშვნელობას იძენს იმ…
- საქმე №ბს-433(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…შესაბამისობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ კრებაზე გამოხატულ ნებას არ გააჩნია აქცესორული უფლება უძრავი ქონების შემძენი ახალი მესაკუთრის მიმართ, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან…
- საქმე №ას-28-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2023
…შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
- საქმე №ბს-414-411(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
…თუ არ არსებობს ფართის სამეურნეო სათავსოდ მიჩნევის საფუძველი და იგი ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალ სხვა ფართს განეკუთვნება, მაშინ ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობა უკლებლივ ყველა მესაკუთრის თანხმობას საჭიროებს. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბინის მესაკუთრე არის ამხანაგობის წევრი.
- საქმე №ას-634-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-480-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2019
- საქმე №ბს-55-54(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ას-389-362-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
- საქმე №ას-114-107-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2017
- საქმე №ბს-207-203(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2016
- საქმე №ას-800-765-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2015
- საქმე №ას-1152-1098-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2014
- საქმე №ას-152-145-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2013
- საქმე №ას-806-759-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2013
- საქმე №ბს-60-55(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2013
- საქმე №ბს-451-446(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2013
- საქმე №ას-864-810-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2013
- საქმე №ას-579-547-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2012
- საქმე №ას-724-680-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2012
- საქმე №ას-63-60-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ას-1391-1227-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2011
- საქმე №010310015001038970 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №010210119001788419 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №330210017001922208 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №330310017001975364 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330210018002488683 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330210018002267426 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330210115001184047 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330210117002018764 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330210116001378612 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №330210018002394897 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330210114567277 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №330210015001141988 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №330210114548193 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №330210113353912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.04.2018
- საქმე №330100117001892306 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №330310015001173305 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.02.2018
- საქმე №330210015001199124 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2018
- საქმე №330210119003105941 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 70-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება