1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეიძლება ჰქონდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება:
ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესები;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების წესები;
გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რეგულარული ხარჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
დ) სამეურნეო გეგმის მიღებისა და შესრულების წესები;
ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისების, გაქირავების, იჯარით გაცემის, დაგირავების, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლების სხვა პირებისათვის გადაცემის წესები;
ვ) სესხის აღებისა და გაცემის წესები;
ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შეძენის წესები;
თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევისა და გათავისუფლების წესები;
ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის ფუნქციების მოწვეული მმართველისთვის გადაცემის წესი;
კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რაოდენობა თორმეტს არ აღემატება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებას იღებენ ხმათა 3/4-ით, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში – ხმათა 2/3-ით.
3. თუ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მიღებული არ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესებით, ვიდრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ ახალ წესდება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-1030-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის, პირველ, მეორე მუხლებზე, მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-13 მუხლზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის წევრებს შორის არსებობს კანონისმიერი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.
- საქმე №ას-17-17-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემდეგში „ამხანაგობის კანონი“, 23-ე მუხლი). 2. ამხანაგობამ 13.03.2008წ. არჩეულ გამგეობაზე მოახდინა ამხანაგობის საერთო კრების კომპეტენციაში შემავალი ისეთი საკითხების გადაწყვეტის დელეგირება, როგორიცაა: საერთო ქონების რემონტი, იჯარით გაცემა, გაქირავება, ხელფასების განსაზღვრა და დამტკიცება.
- საქმე №ას-1046-986-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემდეგში „ამხანაგობის კანონი“, 23-ე მუხლი). 2. ამხანაგობის კუთვნილი შენობის პირველი და მეორე სართულების მესაკუთრე, 2013 წლის 4 ოქტომბრიდან, გახდა შპს "რ-ო" (შემდეგში პირველი შპს).
- საქმე №ას-17-14-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2015
დ.-ეს, ვ. ქ-ეს, ქ.- ჩ.-ს, მ. შ.-ეს და მ. ბ.-ეს. 2008 წლის 6 ნოემბრის ოქმით კი, მათ ნება დაერთოთ მანსარდის მოწყობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ძირითადად სადავო საკითხია ამხანაგობის კრების ოქმების კანონიერება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის, ამხანაგობის ქონების განვითარების, მათ შორის, გასხვისების საკითხი უნდა გადაწყდეს იმ წესის მიხედვით, რაც ამხანაგობის წესდებითაა დადგენილი.
- საქმე №ას-1152-1098-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2014
სასამართლოს მითითებით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მიღებული არ იქნა ბინათმესაკუთრეთა…
- საქმე №ას-1018-954-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2012
- საქმე №010210119001788419 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №010310015001095073 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №330210113353912 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.04.2018
- საქმე №010210017002006982 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №010210017001799439 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №010210117001788419 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.11.2018
- საქმე №010210017001843352 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.10.2018
- საქმე №010210017001853572 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №010210017001671257 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება