ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უფლება აქვს:
ა) ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად გააფორმოს ხელშეკრულებები მესამე პირებთან;
ბ) შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება;
გ) დადგენილი წესით:
გ.ა) იჯარით გასცეს, გააქირაოს, გაცვალოს, გაასხვისოს ან ჩამოწეროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო მოძრავი ქონება;
გ.ბ) იჯარით გასცეს, გააქირაოს ან გაასხვისოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო უძრავი ქონება (საკუთრება);
დ) დააზღვიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება;
ე) ისარგებლოს საბანკო კრედიტით;
ვ) განახორციელოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-324-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის,,გ.ბ.“ პუნქტის საფუძველზე პირველ მოპასუხეს სადავო სარდაფი, როგორც მესამე პირს, ისე გადაეცა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის…
- საქმე №ბს-165(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2020
…ამხანაგობის შესახებ" კანონის ნორმების გაუთვალისწინებლად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ საერთო სარგებლობის დერეფანზე საკუთრების უფლება არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ვინაიდან იგი წარმოადგენს ამხანაგობის საერთო ქონებას. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" კანონის მე-18 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამხანაგობას უფლება აქვს იჯარით გასცეს, გააქირაოს ან გაასხვისოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო უძრავი ქონება (საკუთრება).
- საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
ხსენებული კანონი რ– შემთხვევაში, აწესებს მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხსაც (მე-6 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები, მე-7, მე-18 და მე-20 მუხლები), თუმცა, ეს შემთხვევები სახეზე არაა; 1.1.3. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლით და რა განაპირობებდა, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის სოლიდარულ პასუხისმგებლობას;
- საქმე №ას-287-273-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2017
…შემთხვევაში, მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრაც უპერსპექტივოა. 38. სააპელაციო სასამართლოს მითითებით უდავოა, რომ გასაჩივრებული ოქმებით განკარგული ქონება წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა (მათ შორის მოსარჩელის) საერთო საკუთრებას. 39. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ამხანაგობას უფლება აქვს იჯარით გასცეს, გააქირაოს ან გაასხვისოს ამხანაგობის წევრთა საერთო უძრავი ქონება.
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-18, მე-20, 27-ე, 28-ე მუხლები. კასატორისათვის მიუღებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თითქოს ნ.
- საქმე №ბს-246-243(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
- საქმე №ას-1446-1461-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2011
- საქმე №ას-523-500-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №010210119001788419 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №330310016001451288 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.06.2018
- საქმე №330210117002153673 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №010210117001788419 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 19.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება