ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება აქვს:
ა) საკუთარი შეხედულებისამებრ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ბინას, გამორიცხოს მასზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახსრებიდან აინაზღაუროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ზარალის თავიდან აცილების მიზნით გონივრულობის ფარგლებში გაწეული გადაუდებელი ხარჯები;
გ) მონაწილეობდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობაში პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით;
დ) აირჩიოს ან არჩეულ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარედ;
ე) მიიღოს ინფორმაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მდგომარეობისა და გაწეული ხარჯების შესახებ;
ვ) გამოვიდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის გაუმჯობესების წინადადებებით;
ზ) განახორციელოს სხვა უფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
ხსენებული კანონი რ– შემთხვევაში, აწესებს მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხსაც (მე-6 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები, მე-7, მე-18 და მე-20 მუხლები), თუმცა, ეს შემთხვევები სახეზე არაა; 1.1.3. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლით და რა განაპირობებდა, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის სოლიდარულ პასუხისმგებლობას;
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-18, მე-20, 27-ე, 28-ე მუხლები. კასატორისათვის მიუღებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თითქოს ნ. კ-ამ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი საფასური შეუსაბამო იყო იმ მომსახურებასთან შედარებით, რასაც ამხანაგობის წევრები, მათ შორის, ნ.
- საქმე №ას-979-937-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2013
სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 548-ე და 992-ე მუხლებით, ასევე,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტითა და 21-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“…
- საქმე №ას-724-680-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2012
ამავე კანონის მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის უფლებები. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის…
- საქმე №ას-63-60-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-19, მე-20, 27-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 183-ე, 185-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით და
- საქმე №ას-1446-1461-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2011
- საქმე №ას-1396-1412-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2011
- საქმე №ას-1051-1081-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ას-641-602-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2011
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №ბს-347-336(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
- საქმე №010310016001379903 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №330210119003105941 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება