1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ.
4. კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით.
5. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.07.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(76)
- საქმე №ბს-1360(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
…3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თ-იმა. კასატორის განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა,,...-ის“ კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც არის მიღებული სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, არის ყალბი, რადგან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე ამხანაგობის წევრები…
- საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
…მისი საოჯახო ნივთების განთავსებით მე-2 სადარბაზოში, მესამე მოპასუხისათვის გადაცემული სხვენის ფართის მფლობელობას/სარგებლობას. 14. სააპელაციო პალატამ მოიხმო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4, 5.1, 5.4, 27.4, 28.8 მუხლები და განმარტა, რომ დასახელებული ნორმების თანახმად, ამხანაგობის კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ.
- საქმე №ბს-251(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
…უძრავი ქონება რეგისტრირებული საერთოდ არ ყოფილა. ამასთან, ი.ჩ-ეზე 6 წევრიანი ფიქციური ბმა „...“-ის ხმების 2/3-ით მხარდაჭერილი გაყალბებული ოქმის საფუძველზე რეგისტრირებული უძრავი ქონება „...ის...“ 10 ბინიან სახლში მდებარეობდა, ხოლო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კრებას ამხანაგობის თავმჯდომარე უნდა გასძღოლოდა და არა სხვა პირი (შესაბამისად, ოქმზე ი.ჩ-ის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო...).
- საქმე №ას-1101-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში სპეციალური კანონი) მე-101, 27-ე, 28-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კრება არ იყო მოწვეული და ჩატარებული კანონიერად, სადავო საკითხის გადაწყვეტას სჭირდებოდა…
- საქმე №ას-497-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
№13-ში მდებარე ბინა №24 მასზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებამდე მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელსაც აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება შეძენილი ჰქონდა 17.08.1994 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. 3.7. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც.
- საქმე №ას-525-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
- საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ას-1389-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ას-383-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-1362-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2021
- საქმე №ას-1137-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2020
- საქმე №ას-523-523-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
- საქმე №ას-1235-1155-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2018
- საქმე №ას-486-454-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2018
- საქმე №ას-688-642-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №ას-436-408-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-480-448-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2017
- საქმე №ას-394-374-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2015
- საქმე №ას-800-765-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2015
- საქმე №ას-442-421-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2015
- საქმე №ას-17-14-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2015
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
- საქმე №ას-838-802-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2015
- საქმე №ას-148-139-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2015
- საქმე №ას-1206-1149-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2015
- საქმე №ას-1152-1098-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2014
- საქმე №ას-90-86-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №ას-806-759-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2013
- საქმე №ას-1018-954-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2012
- საქმე №ას-63-60-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ას-1380-1397-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2011
- საქმე №ას-897-1183-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2010
- საქმე №330210015001082089 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.04.2019
- საქმე №010210119001788419 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №330210017001922208 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №330210115001163125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330210117001839639 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2019
- საქმე №330210017001974568 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №330210016001572442 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 76-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება