1. ამ მუხლში განსაზღვრული წესები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3.
3. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. თუ ბინას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შეუძლიათ ხმის უფლება მხოლოდ ერთობლივად გამოიყენონ. თუ მესაკუთრეს აქვს რამდენიმე ბინა, მას აქვს ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმები.
5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ:
ა) არის ინტერესთა კონფლიქტი;
ბ) საკითხი ეხება მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებას.
7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. თითოეული მესაკუთრე უფლებამოსილია გაეცნოს ოქმს.
8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შეუძლია ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში.
9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრისათვის, მათ შორის, მათთვისაც, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ნებისმიერი მიზეზით.
თავი VI. ურთიერთობები მუნიციპალიტეტის ორგანოებთან
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7018-რს - ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №7018-რს
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება 1. ამ მუხლში განსაზღვრული წესები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. 3. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას. 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. თუ ბინას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შეუძლიათ ხმის უფლება მხოლოდ ერთობლივად გამოიყენონ. თუ მესაკუთრეს აქვს რამდენიმე ბინა, მას აქვს ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმები. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ: ა) არის ინტერესთა კონფლიქტი; ბ) საკითხი ეხება მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებას. 7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. თითოეული მესაკუთრე უფლებამოსილია გაეცნოს ოქმს. 8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შეუძლია ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში. 9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრისათვის, მათ შორის, მათთვისაც, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ნებისმიერი მიზეზით. თავი VI. ურთიერთობანიურთიერთობები ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(66)
- საქმე №ბს-455(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე, 83-ე მუხლებზე, 201-202-ე მუხლებზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1032 მუხლზე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-10 და 28-ე მუხლებზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 15.09.2017წ. №34.02.650 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი…
- საქმე №ას-603-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
…მისი საოჯახო ნივთების განთავსებით მე-2 სადარბაზოში, მესამე მოპასუხისათვის გადაცემული სხვენის ფართის მფლობელობას/სარგებლობას. 14. სააპელაციო პალატამ მოიხმო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4, 5.1, 5.4, 27.4, 28.8 მუხლები და განმარტა, რომ დასახელებული ნორმების თანახმად, ამხანაგობის კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ.
- საქმე №ას-1101-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში სპეციალური კანონი) მე-101, 27-ე, 28-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კრება არ იყო მოწვეული და ჩატარებული კანონიერად, სადავო საკითხის გადაწყვეტას სჭირდებოდა…
- საქმე №ას-497-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
…ნორმების თანახმად, კრებას იწვევს ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. იმავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3.
- საქმე №ას-525-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2024
…ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ხოლო მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა.
- საქმე №ას-747-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ბს-506(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-1468-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
- საქმე №ას-1362-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2021
- საქმე №ას-954-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ბს-165(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2020
- საქმე №ას-523-523-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
- საქმე №ას-1235-1155-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2018
- საქმე №ას-436-408-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-1167-1097-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2016
- საქმე №ას-467-446-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ას-800-765-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2015
- საქმე №ას-17-14-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2015
- საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
- საქმე №ას-240-225-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2014
- საქმე №ას-1152-1098-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2014
- საქმე №ას-90-86-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №ას-806-759-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2013
- საქმე №ას-627-590-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2013
- საქმე №ას-1495-1411-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2013
- საქმე №ას-1170-1099-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2012
- საქმე №ას-1018-954-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2012
- საქმე №ას-1439-1454-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2011
- საქმე №ას-1246-1096-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.05.2011
- საქმე №ას-1323-1166-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2011
- საქმე №ას-937-1243-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2008
- საქმე №330210015001082089 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.04.2019
- საქმე №330310018002583157 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №330210017001922208 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №330210115001163125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330210117001839639 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2019
- საქმე №330210017001974568 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №330210015001141541 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330210115001184047 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330210117002018764 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 66-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 27/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება