1. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული მომსახურების განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალური ინფორმაციაა.
2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია:
ა) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც პროფესიული მომსახურების განხორციელების პროცესში, ისე მის შემდეგ, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად;
ბ) სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ამ სუბიექტის შესახებ მასთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შეცვლის შემთხვევაში წინა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, დამკვეთი სუბიექტის თანხმობით მომდევნო აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც აუდიტი ჩაუტარა.
4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელ პირზე მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.12.2022 კანონი №2288
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.08.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ინფორმაციის კონფიდენციალურობა 1. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული მომსახურების განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალური ინფორმაციაა. 2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია: ა) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც პროფესიული მომსახურების განხორციელების პროცესში, ისე მის შემდეგ, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად; ბ) სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ამ სუბიექტის შესახებ მასთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შეცვლის შემთხვევაში წინა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, დამკვეთი სუბიექტის თანხმობით მომდევნო აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც აუდიტი ჩაუტარა. 4. ამ მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება აგრეთვე ხარისხის კონტროლისმართვის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელ პირზე მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება