1. ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზანია სამსახურის მიერ ევროკავშირის დირექტივების, საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს სამსახურის კოორდინირებულ მუშაობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის, იმ საჯარო დაწესებულებებთან, რომლებიც ახორციელებენ იმ სუბიექტების რეგულირებას/ზედამხედველობას, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების წარმოება ან/და საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა.
4. სამსახური თანამშრომლობს პროფესიულ ორგანიზაციებთან და ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირებთა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.06.2016).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. სამსახურის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 1. ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზანია სამსახურის მიერ ევროკავშირის დირექტივების, საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს სამსახურის კოორდინირებულ მუშაობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის, იმ საჯარო დაწესებულებებთან, რომლებიც ახორციელებენ იმ სუბიექტების რეგულირებას/ზედამხედველობას, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების წარმოება ან/და საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა. 4. სამსახური თანამშრომლობს პროფესიულ ორგანიზაციებთან და ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირებთან. თავი VII პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტაპირებთა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება