1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას ან/და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისთვის/აქციონერისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება.
2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნებისა და ამ მართვის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან/და რეესტრიდან ამოღებას.
3. ამ კანონის IV თავით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმებას ან საქმიანობის უფლების აკრძალვას ან/და პირის დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.
4. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.05.2024 კანონი №4206
- 01.12.2022 კანონი №2288
- 30.10.2019 კანონი №5227
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას.დაკისრებას ან/და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/აქციონერისათვისპარტნიორისთვის/აქციონერისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება. 2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნებისა და ამ მართვის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან/და რეესტრიდან ამოღებას. 3. ამ კანონის IV თავით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმებას ან საქმიანობის უფლების აკრძალვას ან/და პირის დაჯარიმებას 1 000 ლარამდე. 4. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება