საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №224 დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანდართული წესდება.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის – თავდაცვის
ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლის წესდება
|
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების ფარგლებში.
2. სკოლის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, ხოლო ინგლისურ ენაზე ,, Legal Entity of Public Law - Defence Institutional Building School”. 3. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 4. სკოლა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით. 5. სკოლა ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. 6. სკოლა საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში. 7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებგვერდი და ლოგო. 8. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. ჭონქაძის ქ. №20.
მუხლი 2. სკოლის მისია და მიზანი 1. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთო მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება ფართო უსაფრთხოების სექტორის (ნატო და პარტნიორი ქვეყნები) წარმომადგენლებთან. 2. სკოლის მისიის ფარგლებში სკოლის მიზნებია: ა) ეროვნულ დონეზე – თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება; ბ) რეგიონალურ დონეზე ვ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების საშუალებით, ნატოსთან თავსებადი სასწავლო ინსტიტუტის ფუნქციის შესრულება; გ) საერთაშორისო დონეზე – საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
მუხლი 3. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანია: ა) ადგილობრივი სასწავლო შესაძლებლობების განვითარება; ბ) ნატოს საგანმანათლებლო პროცესთან თავსებადი სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება; გ) ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადება /გადამზადება; დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბება და ორგანიზება (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.); ე) სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე მეთოდების და სასწავლო მასალების გამოყენება; ვ) დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა და სამინისტროს საერთო საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება; ზ) გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა (ქვეყნის, რეგიონალური და ნატოს მასშტაბით); თ) ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან, ნატოს სკოლებთან, აკადემიურ წრეებთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება; ი) სკოლის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4. სკოლის ხელმძღვანელობა 1. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). 2. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
მუხლი 5. სკოლის დირექტორი 1. სკოლის დირექტორი: ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში ხელმძღვანელობს, მართავს სკოლას და პასუხისმგებელია სკოლის საქმიანობაზე; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, სკოლის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; დ) ამტკიცებს ბიუჯეტს, სტრუქტურას, საშტატო ნუსხას (საშტატო თანამდებობა შესაძლებელია არ იყოს სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში) და სახელფასო ფონდს სამინისტროსთან შეთანხმებით; ე) ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სკოლის სტრუქტურული ერთეულის და მისი შემადგენელი ერთულების უფლებამოსილებას, ამტკიცებს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას და აკონტროლებს მათ შესრულებას; ვ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ზ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყოფის შესახებ; თ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; ი) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები/სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი; კ) დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია განახორციელოს სკოლის პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, სკოლისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში; ლ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, სამინისტროსთან შეთანხმებით მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების დელეგირება დირექტორის მოადგილისათვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 20.03.2019წ.
მუხლი 6. სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) (ამოღებულია - 25.07.16 წ. №47). ბ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი. 2. (ამოღებულია - 25.07.16 წ. №47). 3. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს: ა) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების (მათ შორის, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების მიმართულებით) სასწავლო, საკონსულტაციო და სადისკუსიო ღონისძიებების (მათ შორის, დისტანციური სწავლების ფორმატში) დაგეგმვას, არსებულ საჭიროებებზე მორგებას და განხორციელებას; ბ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების სასწავლო მოდულებისა და კურიკულუმების მომზადება/შემუშავებას; გ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებში მაღალკვალიფიციური ტრენერების ჩართვას და მათი განვითარების ხელშეწყობს; დ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების ხარისხის და ეფექტიანობის შეფასების სისტემის შექმნას და განხორციელებას; ე) ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ვ) დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ.
მუხლი 7. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 1. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) პრემიას; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს. 2. სკოლის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.
მუხლი 8. სკოლის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. სკოლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 3. მინისტრის ინდივინდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 9. სკოლის დაფინანსების წყაროები 1. სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები / დონორისგან მოზიდული თანხები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 3. მინისტრის ინდივინდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 10. სკოლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სკოლამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სკოლას უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სკოლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 20.03.2019წ.
მუხლი 11. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება 1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სკოლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 12. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. |
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრისბრძანება №42
2016 წლის 28 ივნისი ქ. თბილისისაჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №224 დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანდართული წესდება.
+ მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი + |
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლის წესდება + მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების ფარგლებში. 2. სკოლის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, ხოლო ინგლისურ ენაზე ,, Legal Entity of Public Law - Defence Institutional Building School”. 3. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 4. სკოლა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით. 5. სკოლა ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. 6. სკოლა საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში. 7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებგვერდი და ლოგო. 8. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. ჭონქაძის ქ. №20. მუხლი 2. სკოლის მისია და მიზანი 1. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთო მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება ფართო უსაფრთხოების სექტორის (ნატო და პარტნიორი ქვეყნები) წარმომადგენლებთან. 2. სკოლის მისიის ფარგლებში სკოლის მიზნებია: ა) ეროვნულ დონეზე – თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება; ბ) რეგიონალურ დონეზე ვ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების საშუალებით, ნატოსთან თავსებადი სასწავლო ინსტიტუტის ფუნქციის შესრულება; გ) საერთაშორისო დონეზე – საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. მუხლი 3. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანია: ა) ადგილობრივი სასწავლო შესაძლებლობების განვითარება; ბ) ნატოს საგანმანათლებლო პროცესთან თავსებადი სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება; გ) ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადება /გადამზადება; დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბება და ორგანიზება (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.); ე) სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე მეთოდების და სასწავლო მასალების გამოყენება; ვ) დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა და სამინისტროს საერთო საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება; ზ) გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა (ქვეყნის, რეგიონალური და ნატოს მასშტაბით); თ) ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან, ნატოს სკოლებთან, აკადემიურ წრეებთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება; ი) სკოლის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4. სკოლის ხელმძღვანელობა 1. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). 2. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას. მუხლი 5. სკოლის დირექტორი 1. სკოლის დირექტორი: ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში ხელმძღვანელობს, მართავს სკოლას და პასუხისმგებელია სკოლის საქმიანობაზე; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, სკოლის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; |
დ) ამტკიცებს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ა) სკოლის ადმინისტრაცია;
2. სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობს დირექტორს უფლებამოსილების განხორციელებაში და ახორციელებს სკოლის:
ა) საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების წარმართვას;
გ) საკადრო, სამართლებრივ, ლოგისტიკურ და საქმისწარმოების უზრუნველყოფას;
დ) დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
+
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №42
2016 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №224 დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანდართული წესდება.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლის წესდება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების ფარგლებში.
2. სკოლის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, ხოლო ინგლისურ ენაზე ,, Legal Entity of Public Law - Defence Institutional Building School”.
[ 2. სკოლის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, ხოლო ინგლისურ ენაზე ,,Legal Entity of Public Law - Defence Institution Building School”. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
3. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
4. სკოლა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით.
5. სკოლა ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
6. სკოლა საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში.
7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებგვერდი და ლოგო.
8. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. ჭონქაძის ქ. №20.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
მუხლი 2. სკოლის მისია და მიზანი🔗
1. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთო მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება ფართო უსაფრთხოების სექტორის (ნატო და პარტნიორი ქვეყნები) წარმომადგენლებთან.
2. სკოლის მისიის ფარგლებში სკოლის მიზნებია:
ა) ეროვნულ დონეზე – თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება;
ბ) რეგიონალურ დონეზე ვ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების საშუალებით, ნატოსთან თავსებადი სასწავლო ინსტიტუტის ფუნქციის შესრულება;
გ) საერთაშორისო დონეზე – საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
[ ბ) რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების საშუალებით, ნატოსთან თავსებადი სასწავლო ინსტიტუტის ფუნქციის შესრულება;
გ) საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ცოდნასა და გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გაზიარების ხელშეწყობა. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
მუხლი 3. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი🔗
1. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) ადგილობრივი სასწავლო შესაძლებლობების განვითარება;
ბ) ნატოს საგანმანათლებლო პროცესთან თავსებადი სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება;
გ) ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადება /გადამზადება;
დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბება და ორგანიზება (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.);
ე) სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე მეთოდების და სასწავლო მასალების გამოყენება;
ვ) დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვა და სამინისტროს საერთო საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება;
ზ) გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა (ქვეყნის, რეგიონალური და ნატოს მასშტაბით);
თ) ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან, ნატოს სკოლებთან, აკადემიურ წრეებთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება;
ი) სკოლის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
[მუხლი 3. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) სასწავლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება;
ბ) ნატოს საგანმანათლებლო პროცესთან თავსებადი სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება და მართვა;
გ) თემატურ საკითხებზე ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადება/გადამზადება;
დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის კოორდინირება (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.);
ე) სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სასწავლო რესურსების გამოყენების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის დონეზე დისტანციური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) დისტანციური სწავლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა (ქვეყნის, რეგიონის და ნატოს მასშტაბით);
თ) ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან, ნატოს სკოლებთან, აკადემიურ წრეებთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება;
ი) სასწავლო ციკლისა და ინსტიტუციური მართვის, ნატოს მოთხოვნებთან თავსებადი, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება და მართვა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
მუხლი 4. სკოლის ხელმძღვანელობა🔗
1. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
2. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
მუხლი 5. სკოლის დირექტორი🔗
1. სკოლის დირექტორი:
ა) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში ხელმძღვანელობს, მართავს სკოლას და პასუხისმგებელია სკოლის საქმიანობაზე;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, სკოლის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
დ) ამტკიცებს ბიუჯეტს, სტრუქტურას, საშტატო ნუსხას (საშტატო თანამდებობა შესაძლებელია არ იყოს სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში) და სახელფასო ფონდს სამინისტროსთან შეთანხმებით;
[ დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს; (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
ე) ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სკოლის სტრუქტურული ერთეულის და მისი შემადგენელი ერთულების უფლებამოსილებას, ამტკიცებს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყოფის შესახებ;
თ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;
ი) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები/სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი;
კ) დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია განახორციელოს სკოლის პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, სკოლისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;
[ კ) დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია განახორციელოს სკოლის შტატით განსაზღვრული პერსონალისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, სკოლისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში; (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
ლ) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, სამინისტროსთან შეთანხმებით მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების დელეგირება დირექტორის მოადგილისათვის.
[ 3. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების თანამშრომლებზე დელეგირება. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 20.03.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
[51 . დირექტორის მოადგილე
1. დირექტორის მოადგილის საკურატორო სფერო, დაქვემდებარება და სამუშაო აღწერილობა (შიდა დებულებები) მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დირექტორის მოადგილე სკოლაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) განიხილავს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სკოლაში შესულ კორესპონდენციას;
გ) ზედამხედველობს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ანაწილებს დავალებებს მასზე დაქვემდებარებულ სკოლის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და ზედამხედველობს მათ მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულებას;
ე) კომპეტენციის ან/და დელეგირების ფარგლებში ახორციელებს სკოლაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) აანალიზებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სკოლის საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს დირექტორთან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
თ) ასრულებს კომპეტენციას მიკუთვნებულ დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
მუხლი 6. სკოლის სტრუქტურა🔗
1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) (ამოღებულია - 25.07.16 წ. №47).
ბ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი.
2. (ამოღებულია - 25.07.16 წ. №47).
3. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების (მათ შორის, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების მიმართულებით) სასწავლო, საკონსულტაციო და სადისკუსიო ღონისძიებების (მათ შორის, დისტანციური სწავლების ფორმატში) დაგეგმვას, არსებულ საჭიროებებზე მორგებას და განხორციელებას;
ბ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების სასწავლო მოდულებისა და კურიკულუმების მომზადება/შემუშავებას;
გ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებში მაღალკვალიფიციური ტრენერების ჩართვას და მათი განვითარების ხელშეწყობს;
დ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების ხარისხის და ეფექტიანობის შეფასების სისტემის შექმნას და განხორციელებას;
ე) ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ვ) დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ.
[მუხლი 6. სკოლის სტრუქტურა
1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) პროფესიული განვითარების სამმართველო;
ბ) ინსტიტუციური განვითარების სამმართველო.
3. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) არსებული საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების, სასწავლო, საკონსულტაციო და სადისკუსიო ღონისძიებების (მათ შორის, დისტანციური სწავლების ფორმატში) დაგეგმვას და ზრუნავს მათ ეფექტურად განხორციელებაზე;
ბ) სასწავლო მოდულებისა და კურიკულუმების მომზადება/შემუშავებას;
გ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებში მაღალკვალიფიციური ტრენერების ჩართვას და მათი განვითარების ხელშეწყობას;
დ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;
ე) ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ვ) დისტანციური სწავლების კომპონენტის დანერგვას სასწავლო პროცესში, ელექტრონული პლატფორმების გამართულობისა და სკოლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას;
ზ) დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. პროფესიული განვითარების სამმართველო ახორციელებს:
ა) ყოველწლიური სასწავლო გეგმის შემუშავებას;
ბ) სკოლის სასწავლო ციკლის მართვას;
გ) თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის პროფესიული განვითარების და ტრენინგ საჭიროებების ანალიზის პროცესის კოორდინაციას;
დ) სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამების: კურსების, ტრენინგების, ვორქშოფების, სემინარების, დებატების, ფორუმების, კონფერენციების და სხვა მსგავსი აქტივობების დაგეგმვას და ორგანიზებას;
ე) სასწავლო პროგრამების ორგანიზებისთვის ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების მოძიებას;
ვ) სკოლის ღონისძიებების, მონაწილეების და ტრენერების (მათ შორის პოტენციური ტრენერების) მონაცემთა ბაზების მართვას;
ზ) სტატისტიკის დამუშავებას და მუდმივ განახლებას;
თ) განხორციელებული და არსებული კურსებისა და ტრენინგების კატალოგის წარმოებას და განახლებას;
ი) ქვეყნის, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედი სასწავლო ცენტრების პროფესიული განვითარების სასწავლო ციკლებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების კვლევასა და გაზიარებას;
კ) ბიბლიოთეკის, მათ შორის, ელექტრონული რესურსების საძიებო სისტემების ადმინისტრირებას;
ლ) სასწავლო პროცესის განხორციელებას და მონიტორინგს.
5. ინსტიტუციური განვითარების სამმართველო ახორციელებს:
ა) სასწავლო ციკლის მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას;
ბ) საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში ინსტიტუციური განვითარების ანალიზის ეფექტიანი მეთოდოლოგიების შემუშავებას;
გ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური განვითარების საჭიროებების ანალიზს;
დ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური განვითარების მექანიზმების შემუშავებას;
ე) ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების მუდმივ ანალიზს;
ვ) საქართველოში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარების მეთოდების იდენტიფიცირებას;
ზ) ნატოს პროგრამებთან, ნდობის ფონდებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
6. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) სკოლის საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და ბუღალტრული საქმიანობის წარმართვას;
ბ) სკოლის საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვას და ინვენტარიზაციას;
ვ) სკოლის სტრუქტურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ზ) კომპიუტერული ქსელის სისტემების მართვის უზრუნველყოფას;
თ) სკოლის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
კ) ადამიანური რესურსების მართვასა და ადმინისტრირებას;
ლ) სკოლის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას.
7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს:
ა) ნატოს (ან/და სკოლის მიერ განსაზღვრული სხვა მააკრედიტირებელი ორგანიზაციის) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან თავსებადი ხარისხის მართვის ციკლის განვითარებას, დანერგვასა და მართვას;
ბ) ხარისხის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებასა და პროცესების განსაზღვრას;
გ) სასწავლო პროცესისა და პროგრამების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზს;
დ) ორგანიზაციული მართვის პროცესის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზს;
ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგსა და პერიოდულ შეფასებას;
ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან შესაბამისი სკოლის შიდა შეფასების პროცესის დაგეგმვას, კოორდინაციასა და ანგარიშების მომზადებას;
ზ) ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ ჯგუფთან ერთად შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე მონიტორინგს;
თ) ოფიციალურ ვიზიტებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში ჩართულობას;
ი) დირექტორის მიერ კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა დავალებების შესრულებას. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
მუხლი 7. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება🔗
1. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) პრემიას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს.
2. სკოლის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.
[მუხლი 7. სკოლის თანამშრომლები და მათი შრომის ანაზღაურება
1. სკოლა უფლებამოსილია, დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ჰყავდეს ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა თანამდებობები, დაქვემდებარება და ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
2. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) ფულად ჯილდოს. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
მუხლი 8. სკოლის ქონება🔗
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. სკოლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
3. მინისტრის ინდივინდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 9. სკოლის დაფინანსების წყაროები🔗
1. სკოლის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები / დონორისგან მოზიდული თანხები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. მინისტრის ინდივინდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 10. სკოლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი🔗
1. სკოლამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სკოლას უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სკოლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 20.03.2019წ.
მუხლი 11. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება🔗
1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სკოლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
[ 2. სამინისტროს შეუძლია დანიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შეამოწმებს სკოლის ფინანსურ ანგარიშგებას. (ამოქმედდეს 2020 წლის 7 სექტემბრიდან)]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №75 - ვებგვერდი, 19.08.2020წ.
მუხლი 12. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება🔗
სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“, №42, 28.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016388 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3320073-2/