შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.06.2016 ბოლო ცვლილება 29.07.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.136.016207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 30 ივნისი

დაბა ხულო

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე  საბჭოს  დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე



დანართი

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხულოს  მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების  უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.


მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება 13 (ცამეტი) წევრისაგან.

2.საბჭოს თავმჯდომარეა ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით).
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის  მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. 

საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) შედიან:

ა) ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ე) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის იურიდიული განყოფოლების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ვ) მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერულ საკითხებში;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 5 (ხუთი) წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი.

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.

7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე (ხულოს მუნიციპალიტეტის მერი).

9. საბჭოს აქვს უფლება, შექმნას თემატური ჯგუფები, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.

10. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 27.12.2022წ.


მუხლი 4. საბჭოს ამოცანები
1.საბჭოს ამოცანებია:

ა) ხულოს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;

გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ;

დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;

ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;

ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე.


მუხლი 5. საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთნება:

ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;

გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;

დ) ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;

ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;

თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;

ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;

ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ხულოს  მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარდგენა;

მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის კოორდინაცია-ზედამხედველობა (მათ შორის, მონიტორინგისა და შეფასებების ანგარიშების მოსმენა);

ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.


მუხლი 6. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
1.საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;

ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;

გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;

დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;

ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის  მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.


მუხლი 7. საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე
1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

3. ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 8. საბჭოს მდივანი
1. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.

2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას.

3. საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას.

4. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას.

5. ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.


მუხლი 9. საბჭოს წევრის უფლებამოსილება
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;

ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;

გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;

დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;

ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.

3. საბჭოს წევრ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:

ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

დ) გარდაიცვალა.


მუხლი 10. საბჭოს სხდომები
1. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.

5. საბჭოს წევრს უფლება აქვს, სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.

6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 27.12.2022წ.


მუხლი 11. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას) მერის (საბჭოს თავმჯდომარის) წარდგინების საფუძველზე იღებს ხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.



როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №15, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016207 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3323819-2/