ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.07.2016 ძალადაკარგული 03.12.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.164.016222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 1 ივლისი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის“ კოდექსის 47- ე მუხლის მე-14 ნაწილის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №21 - ვებგვერდი, 08.08.2016 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს  ,,ყვარლის  მუნიციპალიტეტში  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №1).
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საქმისწარმოებისათვის  საჭირო დოკუმენტების თანდართული ტიპური ფორმები და ნიმუშები:
ა) ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის   ოქმის     ტიპური  ფორმა  –  დანართი  №2  (შეთანხმებულია საქართველოს   განათლებისა   და  მეცნიერების   სამინისტროსთან   2016  წლის   03 მაისის № 04/2312 წერილით);
ბ) საჯარიმო  ქვითრის    ტიპური  ფორმა  – დანართი №3   (შეთანხმებულია  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროსთან 2016  წლის   03 მაისის № 04/2312 წერილით);
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში (დანართი №4);
დ) ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში (დანართი №5);
ე) გამოსაყენებლად  უვარგისი  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმისა  და საჯარიმო  ქვითრის ჩამოწერის აქტის ნიმუში (დანართი №6).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
+



დანართი №1
ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 30.04.18 №36).
3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
მუხლი 2. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დამზადება და მომარაგება
1. წინამდებარე  წესით  განსაზღვრული  ოქმი  და  საჯარიმო  ქვითარი  წარმოადგენს  მესამე  კატეგორიის  –„მარტივი  ტიპის“  მკაცრი  აღრიცხვის  ფორმას,  რომელიც  იბეჭდება  შესაბამისი  კატეგორიის  პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით მომარაგებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დასაწყისი გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“, ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული შესაბამისი სერია. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმზე მიეთითება სერია „აო”, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს, ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ”, რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით.
4. წინამდებარე   წესის   მე-5   მუხლის   მე-3   პუნქტისა   და   მე-6   მუხლების   მე-4   პუნქტის   მოთხოვნათა გათვალისწინებით,   იდენტური  ინდივიდუალური   ნომრის  მქონე  ოქმი  მზადდება  3  ეგზემპლარად,  ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი – 2 ეგზემპლარად.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
მუხლი 3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა და დაბრუნება
1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება №4 და №5 დანართების შესაბამისად.
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება,   წაშლა  ან  ადრე  გაკეთებული  ჩანაწერის  შესწორება.  აუცილებლობის  შემთხვევაში  უზუსტო ჩანაწერი   გადაიხაზება   ერთი   ხაზით   ისე,   რომ   ნათლად   ჩანდეს   ადრე   დაწერილი   ტექსტი.   ჟურნალის მწარმოებელი   პასუხისმგებელი   პირი   აკეთებს   შესაბამის   ჩანაწერს   „შენიშვნის”   გრაფაში,   აწერს  ხელს  და უთითებს თარიღს.
4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებზე გაცემას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს ბრძანებით განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველ კვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
მუხლი 4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა
1. ოქმებისა   და   საჯარიმო   ქვითრების   შენახვა  ხორციელდება   „მკაცრი   აღრიცხვის   ფორმების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსი სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან.
5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია მერიის სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება ხორციელდება მის მიერ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელისაგან ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში, რომლებსაც აწარმოებს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული).

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
მუხლი 5. ოქმების შევსება და წარმოება
1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკვა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს სამსახურის ხელმძღვანელს, (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის ხელმძღვანელი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს.
2. ოქმში  შესატანი  მონაცემები  განისაზღვრება  საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმი  დგება   სამ  ეგზემპლარად.   შედგენილი   ოქმის  ერთი ეგზემპლარი  გადაეცემა  სამართალდამრღვევს,  რაზედაც  ოქმში  კეთდება  სათანადო  ჩანაწერი.  ოქმის  მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაშიიგზავნება  სასამართლოში  ან  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  საქმის  განმხილველ  სხვა  შესაბამის ორგანოში.
4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.
5. ოქმის   შემდგენი   და  საქმის   განმხილველი   ორგანო  ვალდებულია   საქართველოს   ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებული  ოქმის შედგენიდან  ან/და დადგენილების  გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება
1. საჯარიმო   ქვითარი   ივსება  საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   კოდექსის  242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
2. საჯარიმო       ქვითარი       (დანართი       №3)       იმავდროულად       წარმოადგენს       ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:

ნაწილი I - საჯარიმო ქვითარი;

ნაწილი II- საჯარიმო ქვითრის ყუა.

3. საჯარიმო   ქვითრის   შევსება  და  წარმოება  ხორციელდება  ამ  წესის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად.
4. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში     (რომლის    წარმომადგენელმაც     განახორციელა     მათი    შევსება),    ხოლო    მეორე    გადაეცემა სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პროფესიული საჯარო მოხელე, გარდა მე-10 პუნქტისა.
6. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად.
7. საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებულ) წიგნში.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმებისა ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით (დანართი №6). გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
3. გამოსაყენებლად  უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ექსპერტიზა-უტილიზაცია  ხორციელდება საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს  №824 ბრძანებით  დამტკიცებული  ინსტრუქციის შესაბამისად

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.



+
დანართი №2

 


ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

 

ოქმი №000000

 

-------------------------- 20--- წ.                                                        -------------------------------

(ოქმის   შედგენის   თარიღი )                                                (ოქმის   შედგენის   ადგილი)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის_______________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

                              (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ:__________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება,  სამუშაო ადგილი,  საცხოვრებელი  ადგილის მისამართი და ოჯახური მდგომარეობა; იურიდიული პირის  შემთხვევაში – სრული  სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები) ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ:

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

                                                   (ადგილი, დრო, არსი)

 

პასუხისმგებლობა  აღნიშნული  სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის         ___________________________

 

_______________________________________________________________________________

                                       (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

 

სამართალდამრღვევს   განემარტა   მისი   უფლებები   და   მოვალეობები,   რომლებიც   გათვალისწინებულია საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის 252-ე მუხლით: სამართალდამრღვევი გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი,     წარადგინოს     მტკიცებულებანი,     განაცხადოს     შუამდგომლობანი;     საქმის განხილვისას  ისარგებლოს  ადვოკატის იურიდიული  დახმარებით; გამოვიდეს  მშობლიურ  ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე  წარმოების  ენა,  ისარგებლოს   თარჯიმნის  მომსახურებით;   გაასაჩივროს   საქმის  გამო  მიღებული დადგენილება.

 

მოწმე (თუ არის):    1.--------------------------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------- / ----------------------- /

 

2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/

  (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)                 (ხელმოწერა)

 

დაზარალებული (თუ არის): 1. ----------------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------- / ----------------------- /

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2. --------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/

 (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)                  (ხელმოწერა)

 

    სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––-

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________

 

საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: –––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ოქმის შემდგენელი:  --------------------------------------------------- /---------------------------/

                                              (სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო: ––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------

                                           (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

 

სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------- /-----------------------/

                                 (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)

 

ოქმი ჩავიბარე :-----------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევის ხელმოწერა   ან   ხელმოწერაზე   უარის   აღნიშვნა,  თარიღი)

 

შენიშვნა: სამართალდამრღვევი  პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო    ჩანაწერი.   ოქმზე   ხელის   მოუწერლობა   არ   იძლევა საქმისწარმოების  შეწყვეტის   საფუძველს. სამართალდარღვევის  ჩამდენს  უფლება აქვს, წარმოადგინოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
დანართი №3

 


ყვარლის  მუნიციპალიტეტის მერია

   საჯარიმო ქვითარი №000000   

  ნაწილი I

 

----------------------------------  20---- წელი                                                 ----------------------------------

        (შედგენის თარიღი)                                                                               (შედგენის ადგილი)

 

1. _______________________________________________________________________

                      (საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი)

 

2. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ:

 

ა) _______________________________________________________________________

(სახელი და გვარი)

 

ბ) _____________________________________________________________________

                                                     (დაბადების თარიღი)

 

გ) _______________________________________________________________________

                                                         (სამუშაო ადგილი)

 

დ) _______________________________________________________________________ 

                                            (საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

 

იურიდიული  პირის   შემთხვევაში   –   სრული   სახელწოდება,   ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები:

_______________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________

 

3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ----------------------------

 

_______________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________

 

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი:

 

_______________________________________________________________________

 

5. დაზარალებულის  სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № ______________________

 

_______________________________________________________________________

 

6. მოწმის (მოწმეების) სახელი, გვარი, მისამართი, პირადი №______________________

 

______________________________________________________________________

 

______________________________________________________________________

 

7. საჯარიმო თანხის ოდენობა: -------------------------------------------------------------------------------------

                                                                                       (ციფრებით, სიტყვიერად)

 

8.დაზარალებული: ______________________________________________________________________

                                                                                            (ხელმოწერა)

მოწმე (მოწმეები): ______________________________________________________________________

 

______________________________________________________________________

                                                                             (ხელმოწერა)

 

სამართალდამრღვევი:________________________________________________________

                                         (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება)

 

საჯარიმო ქვითრის შემდგენელი:_______________________________________________

                                                                                 (ხელმოწერა)

 

9. ჩავიბარე: ______________________________________________________________________

                    (სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება)

 

 

                                                საჯარიმო ქვითრის ყუა №000000

 

                                                               ნაწილი II

 

                                     (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

 

1.      ______________________________________________________________________

                                                                    (გადამხდელის სახელი, გვარი)

 

2.______________________________________________________________________

                         (გადამხდელის საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

 

3.   გადამხდელის პირადი №-------------------------

 

4.   გადამხდელის   პირადობის მოწმობის /პასპორტის №------------------------------

 

5. ______________________________________________________________________

                                       საჯარიმო თანხის ოდენობა  (ციფრებით, სიტყვიერად):

 

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის მუხლი, ნაწილი,

 

 ქვეპუნქტი: -----------------------------

______________________________________________________________________

 

7. საბანკო კოდი:________________________________________________________

 

8. სახაზინო კოდი:______________________________________________________

 

9. მიმღები მოლარე: ______________________________________________________

                                                            (ხელმოწერა)

 

10. შემომტანი: _____________________________________________________________

                                                                   (ხელმოწერა)

 

თარიღი:   _______________________________________

                                    (წელი, თვე, რიცხვი)                                                                                                                                               

 

9. დანართი N6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

                                                                                      აქტი N

ქ. ყვარელი                                                                                                        ______________

                                                                                                                              (თარიღი)

   გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ

N

დოკუმენტის დასახელება

(ოქმი, საჯარიმო ქვითარი )

რაოდენობა

ოქმის (საჯარიმო ქვითრის ) ინდივიდუალური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს:

ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:        --------------------------------------------------

სტრუქტურული ერთეულის

(სამსახურის) ხელმძღვანელი:     ----------------------------------------------

ოქმის (საჯარიმო ქვითრის)

შედგენაზე უფლებამოსილი პირი:   --------------------------------------------

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 07.05.2018 წ.


+
დანართი №4

 

 


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

№

გაცემის თარიღი

ოქმის, ნომერი

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

 

 

 

გვარი

სახელი

თანა მდე ბობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ოქმები

№

დაბრუნების თარიღი

ჩამოწერის აქტის ნომე რი

ოქმის ინდივი დუალური ნომერი

 

ოქმის დამბრუნებელი პირი

 

დაბრუნებული  ოქმის მიმღები პირი

 

 

 

 

გვარი

სახელი

თანამ დებობა

ხელმო წერა

გვარი

სახელი

თანამ დებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


+
დანართი №5

 


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი

 

№

გაცემის თარიღი

საჯარიმო ქვითრის ნომერი

საჯარიმო ქვითრის  გამცემი

საჯარიმო ქვითრის  მიმღები

 

 

 

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

               

დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრები

N

დაბრუნების თარიღი

ჩამოწერის აქტის ნომერი

საჯარიმო ქვითრის ინდივი დუალური  ნომერი

საჯარიმო ქვითრის დამბრუნებელი პირი

დაბრუნებული  საჯარიმო ქვითრის მიმღები პირი

 

 

 

 

გვარი

სახელი

თანამ დებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


+
დანართი №6

აქტი N

ქ. ყვარელი                                                                                                        ______________2016 წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ

№

დოკუმენტის დასახელება

(ოქმი, საჯარიმო ქვითარი )

რაოდენობა

ოქმის (საჯარიმო ქვითრის ) ინდივიდუალური ნომერი

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს:

ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:        --------------------------------------------------

სტრუქტურული ერთეულის

(სამსახურის) ხელმძღვანელი:     ----------------------------------------------

ოქმის (საჯარიმო ქვითრის)

შედგენაზე უფლებამოსილი პირი:   --------------------------------------------


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“, №15, 01.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016222 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3323922-2/