1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელსაც პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ:
ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას:
ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;
ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად;
ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად.
შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო უბილეთო მგზავრმა, რომელიც იმალებოდა მგზავრებისა და ეკიპაჟისათვის ხელმისაწვდომი ზონის გარეთ;
ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან მისი კონსტრუქცია ირღვევა, რის შედეგადაც:
ბ.ა) ირღვევა კონსტრუქციის სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები;
ბ.ბ) აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა, გარდა ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით);
გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.
2. ინციდენტი არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა (საავიაციო შემთხვევის გარდა), რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე.
3. სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას, და რომელიც მოხდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.
4. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტზე ხორციელდება სამსახურებრივი მოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
5. საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.07.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.07.2013 კანონი №822
- 12.06.2012 კანონი №6435
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 109. საავიაციო შემთხვევები, ინციდენტები და მათი სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი 1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთანექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელიცრომელსაც ხდებაპილოტირებადი მისსაჰაერო ბორტზეხომალდის გაფრენისშემთხვევაში მიზნითადგილი ფიზიკურიჰქონდა პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ: ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან მძიმესერიოზულ ხარისხის დაზიანებას: ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად; ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად; ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად. შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო მგზავრმაუბილეთო ანმგზავრმა, ეკიპაჟისრომელიც წევრმაიმალებოდა იმმგზავრებისა ადგილას,და სადაცეკიპაჟისათვის მისიხელმისაწვდომი ყოფნაზონის აკრძალულია;გარეთ; ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან მისი აგებულებაკონსტრუქცია იშლება:ირღვევა, ბ.ა)რის საჰაეროშედეგადაც: ხომალდისბ.ა) აგებულებისირღვევა სიმტკიცისკონსტრუქციის დარღვევის,სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლებისმახასიათებლები; გაუარესების შედეგად; ბ.ბ) როდესაც აუცილებელია საჰაერო ხომალდის შრომატევადიკაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა;გამოცვლა, გარდა ძრავას მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავას (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებითა და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით); გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება. 2. ინციდენტი არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა (საავიაციო შემთხვევის გარდა), რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. 3. სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიგარემოებებიც იმაზე მიანიშნებს, რომ არსებობდასაჰაერო ინციდენტისხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას, და რომელიც მოხდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში გადაზრდისნებისმიერი მაღალიპირის ალბათობა.საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში − საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრისთვის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე. 4. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტზე ხორციელდება სამსახურებრივი მოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 5. საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საჰაერო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 27-28/44, 21/11/1996.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება