1. საავიაციო შემთხვევები კლასიფიცირდება:
ა) კატასტროფა;
ბ) ავარია.
2. ავარიებს არ მიეკუთვნება:
ა) თვითმფრინავებისთვის – ძრავას მტყუნება ან დაზიანება, როდესაც ზიანდება მხოლოდ თავად ძრავა, მისი კაპოტები, დამხმარე აგრეგატები ან როდესაც დაზიანებულია მხოლოდ საჰაერო ხრახნები, ფრთების დაბოლოებები, ანტენები, ბორბლები, სამუხრუჭე მოწყობილობა, გარსშემომდენი ან როდესაც გარსშემომდენში არის მცირე შენაჭყლეტები ან ნახვრეტები;
ბ) შვეულმფრენებისთვის – მზიდი ან მიმმართველი ხრახნების, სავენტილაციო დანადგარების, რედუქტორების, გარსშემომდენის, ტრანსმისიის განცალკევება/დაშლა ან დაზიანება, თუ მათ არ გამოიწვიეს ფიუზელაჟის ან კუდა ძელის დაზიანება ან ძალური ელემენტების დაშლა;
გ) საჰაერო ხომალდი აღმოჩნდება ისეთ ადგილზე, სადაც მასთან მისადგომი და მისი ევაკუაცია შემთხვევის ადგილიდან შეუძლებელია.
3. საავიაციო შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია ორი ან მეტი საჰაერო ხომალდის შეჯახებით, მოკვლევას ექვემდებარება როგორც ერთი საავიაციო შემთხვევა, ხოლო კლასიფიცირდება ცალკე თითოეული საჰაერო ხომალდისთვის, გამომდინარე საავიაციო შემთხვევის შედეგიდან. მოკვლევის შედეგი ფორმდება, ერთიანი საბოლოო ანგარიშის სახი