1. კომისიის წევრი – ქვეკომისიის თავმჯდომარე, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) რეგულარულად ჩაატაროს ქვეკომისიის სხდომები, განიხილოს ჩატარებული სამუშაოს შედეგები, მოქმედების ოპერატიული გეგმების შესრულების მიმდინარეობა;

ბ) უზრუნველყოს ქვეკომისიისა და სამუშაო ჯგუფების ანგარიშ(ებ)ის სისრულე, სიზუსტე და მოკვლევასთან დაკავშირებული საბუთების/მოკვლევის მასალების დროული შეგროვება;

გ) კომისიას შესთავაზოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული საავიაციო ტექნიკისა და მასალების გამოკვლევაზე გაგზავნის წინადადებები;

დ) საავიაციო შემთხვევის ადგილზე მომუშავე სპეციალისტებს ჩაუტაროს უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი;

ე) ქვეკომისიისა და ამ ქვეკომისიის სამუშაო ჯგუფებში შემავალ სპეციალისტებს, თანამდებობის პირებს მოკვლევის საკითხებთან დაკავშირებით მისცეს მითითებები და განკარგულებები;

ვ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული ხელმძღვანელობისგან მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია;

ზ) გაეცნოს საავიაციო შემთხვევის მოკვლევის მასალებს.

2. კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის წევრი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) მოკვლევა წარმართოს სრულად და ობიექტურად, საკუთარი მოქმედებები შეათანხმოს კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესთან;

ბ) შეარჩიოს ნივთმტკიცებები გამოკვლევაზე (გამოცდაზე) გასაგზავნად, მონაწილეობა მიიღოს გამოკვლევების (გამოცდების) ჩატარებაში;

გ) საავიაციო შემთხვევის ადგილზე მუშაობისას დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის წესები;

დ) შეასრულოს კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, მითითებები;

ე) გაეცნოს მოკვლევის მასალებს;

ვ) მონაწილეობა მიიღოს მოკვლევის საბუთების შედგენაში, ხელი მოაწეროს კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის ანგარიშს;

ზ) კომისიას/ქვეკომისიას/სამუშაო ჯგუფს შესთავაზოს მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებელი წინადადებები;

თ) კომისიას შესთავაზოს წინადადებები მოკვლევაში სპეციალისტების მოწვევაზე, საჰაერო ხომალდის კვანძების, ნაწილების გამოსაკვლევად გაგზავნაზე გამოკვლევის მიზნის მითითებით, აგრეთვე – მოკვლევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

ი) კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების ოქმში ასახოს საკუთარი აზრი, ხელი მოაწეროს ოქმს, საჭიროებისას მოითხოვოს მასში ჩამოყალიბებული აზრის დაზუსტება;

კ) კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის ანგარიშის შინაარსთან და დასკვნებთან უთანხმოებისას, დაურთოს მას საკუთარი განსხვავებული აზრი.

3. მოწვეული სპეციალისტი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს ნივთმტკიცებების, მასალებისა და საბუთების სრული და ობიექტური მოკვლევა;

ბ) კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე გასცეს წერილობითი დასკვნა და შესაბამისად გააფორმოს ის;

გ) დასკვნის გასაცემად, კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, გაეცნოს ნივთმტკიცებებს, მასალებსა და საბუთებს;

დ) კომისიას შესთავაზოს საჰაერო ხომალდის კვანძების, ნაწილებისა და სხვა ნივთმტკიცებების გამოკვლევაზე გასაგზავნი წინადადებები, გამოკვლევის მიზნის მითითებით.

4. კომისიის საქმიანობაში ნებისმიერმა მონაწილე პირმა თუ კომისიის წევრმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა საავიაციო შემთხვევასთან ან ინციდენტთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალისა და ჩანაწერების შესანახად, კერძოდ, საუბრებისა და განგაშის ჩანაწერთა ფრენის შემდეგ  წაშლის თავიდან აცლების მიზნით. ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობს მოკვლევაში, ვალდებულია საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს დამოუკიდებლად და არ დაემორჩილოს არავის მითითებებს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა. კომისიის/ქვეკომისიის/სამუშაო ჯგუფის წევრ(ებ)ი განსხვავებული აზრის/საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენას, წერილობითი სახით, ახორციელებენ ამ წესის №16 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისა