1. საავიაციო შემთხვევის მოკვლევისას, ლაბორატორიული და სხვა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას (შემდგომში – სამეცნიერო გამოკვლევა) ადგენს კომისია. სამეცნიერო გამოკვლევის ჩატარების საფუძველია თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი კომისიის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მიეთითება სამეცნიერო გამოკვლევის მიზანი, სამეცნიერო გამოკვლევის შემსრულებელი (საჭიროების შემთხვევაში კი თანაშემსრულებელი) ორგანიზაცი(ები)ა. გადაწყვეტილებაზე თანდართული უნდა იყოს კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია საავიაციო შემთხვევის გარემოებების, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდისა და სამეცნიერო გამოკვლევის ობიექტის მონაცემების შესახებ (რემონტისა და ტექნიკური მომსახურების მონაცემების ჩათვლით).

2. გადაწყვეტილების მიღებისთანავე, სამეცნიერო გამოკვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია ადგენს მისი ჩატარების თარიღს და ამის შესახებ აცნობებს სამეცნიერო გამოკვლევაში ჩართულ თანაშემსრულებელ ორგანიზაციას და კომისიას.

3. სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები აისახება სამეცნიერო გამოკვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ეგზავნება კომისიას. ანგარიში წარმოადგენს მოკვლევის მასალების განუყოფელ ნაწილს.

4. სამეცნიერო გამოკვლევის ანგარიშის მიღებამდე კომისიის საბოლოო ანგარიშის დამტკიცება და დაგზავნა დაუშვებელია.

5. სამეცნიერო გამოკვლევა ჩატარებული ობიექტების განადგურება, საგამოძიებო ორგანოების წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელი