1. საფრენოსნო ქვეკომისიას ქმნის და მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე,ხოლო ქვეკომისიის თავმჯდომარედ ინიშნება კომისიის ერთ-ერთი წევრი.

2. საფრენოსნო ქვეკომისიის ძირითადი ამოცანებია, საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით:

ა) დაადგინოს საავიაციო შემთხვევაში მონაწილე ეკიპაჟის პროფესიული მომზადების დონე;

ბ) შეისწავლოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების/მართვის საკითხები;

გ) დაადგინოს ფრენ(ებ)ის უზრუნველყოფისა და ფრენ(ებ)ის უსაფრთხოების ხარისხი;

დ) შეაფასოს, კონკრეტული საავიაციო შემთხვევის და სხვა განსაკუთრებული ვითარების წარმოქმნისა და განვითარებისას, საავიაციო შემთხვევაში მონაწილე ეკიპაჟის წევრთა მოქმედებები ობიექტური კონტროლის საშუალებების მონაცემების გათვალისწინებით;

ე) გაანალიზოს კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე ადამიანის ფაქტორის გავლენა;

ვ) საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეკომისიის ანგარიშის შედგენა №1 დანართის შესაბამისად.

3. საფრენოსნო ქვეკომისია, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შედგებოდეს შემდეგი სამუშაო ჯგუფებისგან:

ა) საფრენოსნო;

ბ) მეტეოროლოგიური;

გ) ფრენების მართვის;

დ) სამედიცინო.

4. საფრენოსნო ჯგუფი ავლენს საავიაციო შემთხვევაში მონაწილე ეკიპაჟის ფრენების მომზადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ფაქტორებს, ადგენს საავიაციო შემთხვევის დროს საფრენოსნო ეკიპაჟის ქმედებებს ფრენის ბოლო საფეხურზე და მის შემდეგ. სამუშაო ჯგუფის მოკვლევის მასალებში, უნდა აისახოს შემდეგი საკითხები:

ა) ფრენების დაგეგმვა;

ბ) ფრენებისთვის წინასწარი მომზადება;

გ) ფრენისწინა მომზადება;

დ) აეროდინამიკური გაწონასწორება;

ე) რადიოკავშირი;

ვ) საჰაერო მოძრაობის მართვა;

ზ) საფრენოსნო უზრუნველყოფა;

თ) თვითმფრინავის საწვავ-საპოხი და სხვა საჭირო მასალებით გამართვა;

ი) საფრენოსნო გამოცდილება;

კ) საფრენოსნო შემოწმება და საფრენოსნო ეკიპაჟზე დეტალური ინფორმაცია;

ლ) ფრენის მომზადებისას და შესრულებისას ეკიპაჟის მიერ დაშვებული დარღვევები, შეცდომები;

მ) ფრენის ტრაექტორია უშუალოდ საავიაციო შემთხვევამდე;

ნ) ეკიპაჟის წევრების ახსნა-განმარტებები;

ო) ობიექტური კონტროლის საშუალებების (ფრენის პარამეტრების საბორტო აღმრიცხველები/თვითჩამწერები, საბორტო და სახმელეთო მაგნიტოფონები, რადიოლოკატორების ფოტოაღმრიცხველები და სხვა) გაშიფრული ჩანაწერები (ან გაშიფვრის შეუძლებლობა).

5. საფრენოსნო ჯგუფი, ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, სადაც აისახება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საკითხები.

6. საფრენოსნო ჯგუფის ანგარიშს თან ერთვის:

ა) საფრენოსნო დავალება და სააერნაოსნო ბორტჟურნალი (თუ ეს გათვალისწინებულია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მოვალეობებში);

ბ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტები;

გ) ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოცდების, საცდელი ფრენისა და სხვა ანგარიშები;

დ) ეკიპაჟის წევრების ახსნა-განმარტებითი ბარათები;

ე) ეკიპაჟის წევრების სამსახურებრივი დახასიათებები.

7. მეტეოროლოგიური  ჯგუფის მოკვლევის მასალებში, უნდა აისახოს შემდეგი საკითხები:

ა) კონკრეტულ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული მეტეოროლოგიური მონაცემები და ფაქტობრივი ამინდი;

ბ) საავიაციო შემთხვევის რაიონში აქტიური და პროგნოზირებული ამინდი;

გ) ამინდზე მფრინავების შეტყობინების მოსმენა;

დ) მეტეოროლოგიურ მონაცემებზე ჩანაწერები;

ე) შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული და გამოცემული ამინდის პროგნოზები;

ვ) მეტეოროლოგიური დაკვირვებები;

ზ) მუდმივი (ყოველ საათში ერთხელ) და განსაკუთრებული საავიაციო მეტეოროლოგიური ცნობები;

თ) რადიოლოკაციური სადგურების მეტეოროლოგიური მონაცემები;

ი) ქარის სიჩქარისა და მიმართულების ჩანაწერები (გრაფიკული);

კ) მეტეოროლოგიური რუკები;

ლ) საჰაერო ხომალდიდან ამინდზე შეტყობინებები;

მ) მზის ამოსვლა და ჩასვლა;

ნ) ფრენების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან;

ო) საავიაციო შემთხვევის სავარაუდო მომენტში:

ო.ა) ზონალური ან სამარშრუტო პროგნოზი;

ო.ბ) ამინდის პროგნოზი აეროდრომის რაიონში;

ო.გ) ქარისა და ტემპერატურის პროგნოზი;

ო.დ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენები;

ო.ე) ამინდის პროგნოზი დასაფრენად;

ო.ვ) ხილვადობა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე;

ო.ზ) საჭიროებისას, შემთხვევის რაიონის ორნითოლოგიური მდგომარეობა;

პ) მეტეოროლოგიური ინსტრუქტაჟი და საფრენოსნო საბუთები;

ჟ) ეკიპაჟის მიერ ფრენისწინა მომზადებისას და ფრენის დროს მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია;

რ) საავიაციო შემთხვევებთან დაკავშირებული ეკიპაჟის, ამინდის სახიფათო მოვლენების შესახებ ინფორმაციით უზრუნველმყოფი მეტეოროლოგიური სამსახურის პერსონალის ახსნა-განმარტებები;

ს) გაფრენის შემდგომი ანალიზი;

ტ) პროგნოზებში და დაკვირვების შედეგებში აუსახავი ამინდის სახიფათო მოვლენები (არსებობის შემთხვევაში).

8. მეტეოროლოგიური ჯგუფი, ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, სადაც აისახება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს მეტეოროლოგიური ჯგუფის ანგარიშზე.

9. თუ საავიაციო შემთხვევა მეტეოუზრუნველყოფის მიზეზით არ მომხდარა, მეტეოროლოგიური სამუშაო ჯგუფი შეიძლება არ შეიქმნას. ამ შემთხვევაში მეტეოროლოგიის სპეციალისტი შედის საფრენოსნო ჯგუფის შემადგენლობაში და წყვეტს კომისიის მიერ მის წინაშე დაყენებულ ამოცანებს.

10. ფრენების მართვის ჯგუფი შედგება საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების, აეროდრომის კავშირისა და რადიოშუქტექნიკური უზრუნველყოფის ქვეჯგუფისგან. ჯგუფი ადგენს:

ა) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურებისა და ფრენების უზრუნველყოფის სპეციალისტების პროფესიული მომზადების დონეს;

ბ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების ფაქტობრივ მდგომარეობას;

გ) საავიაციო შემთხვევის წარმოქმნაზე ადამიანის ფაქტორის გავლენას საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტის (მეთვალყურის) მხრიდან;

დ) საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტების (მეთვალყურეების) დატვირთვას;

ე) კავშირისა და რადიოშუქტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების მდგომარეობას, ფრენის მართვისას/მომსახურებისას მათ სწორ ექსპლუატაციას;

ვ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების, საჰაერო ხომალდის სადგომების, დასაფრენი მოედნების მდგომარეობას, სააეროდრომო სამსახურის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

ზ) ფრენების კავშირისა და რადიოშუქტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით უზრუნველყოფასა და ეკიპაჟის მიერ სარგებლობას;

თ) სათადარიგო აეროდრომებით უზრუნველყოფას;

ი) რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის წესების დაცვას;

კ) სამორიგეოდ გასვლამდე ინსტრუქტაჟის ხარისხს;

ლ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების ორგანო(ებ)ის მიერ გაკეთებულ ჩანაწერ(ებ)ს, რადიოლოკაციური სადგურების ეკრანიდან ჩანაწერების ჩათვლით;

მ) საჰაერო ხომალდის შიდა სალაპარაკო მოწყობილობის კავშირის ჩანაწერებს;

ნ) ფრენის მიმდინარეობის აღდგენას, საჰაერო ხომალდის შიდა სალაპარაკო მოწყობილობის წერილობითი და მაგნიტოფონის ჩანაწერებისა და არსებული ინფორმაციის შედარების საფუძველზე.

11. ფრენების მართვის ჯგუფი, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების გაანალიზებისას, აღნუსხავს (და ადასტურებს) საჰაერო მოძრაობასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის სიზუსტეს. ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი AIP - (ებ)ის, NOTAM-(ებ)-ისა და სხვა მონაცემებს;

ბ) ფრენის გეგმასა და გაფრენის/გამოფრენის შეტყობინებას;

გ) სათადარიგო აეროდრომებით ფრენის უზრუნველყოფას;

დ) რადიოკავშირის ჩანაწერებს;

ე) რადიოლოკაციური სადგურების მონაცემების ფოტოასლებს;

ვ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების ხარისხის ანალიზს (განსაკუთრებით ჰაერში ან სამიმოსვლო ფართობზე შეჯახებისას), რომლის დროსაც დგინდება:

ვ.ა) შესაბამისი მართვის/სამეთვალყურეო პუნქტის ადგილმდებარეობა და ხილვადობა;

ვ.ბ) საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების პერსონალის პროფესიული მომზადების დონე (დაკომპლექტებისა და კვალიფიკაციის ჩათვლით) და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ვ.გ) საჰაერო მოძრაობის მართვის/სამეთვალყურეო პუნქტების კავშირის და რადიოტექნიკური საშუალებების მოწყობილობებით უზრუნველყოფა, მათი სწორედ გამოყენება და ფრაზეოლოგიის წესების დაცვა.

12. ფრენების მართვის ჯგუფი, ჩატარებული სამუშაოს შედეგის მიხედვით ადგენს ანგარიშს, სადაც აისახება ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თან ერთვის ფრენების მართვის ჯგუფის ანგარიშს.

13. სამედიცინო ჯგუფი ადგენს საავიაციო შემთხვევის მოხდენის სავარაუდო მომენტისთვის, ეკიპაჟის წევრების (საჭიროებისას კი საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების სპეციალისტებისაც) ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას, შრომისუნარიანობას, განსაკუთრებული ვითარების წარმოქმნისას და განვითარებისას მათი ქმედებების ხასიათს. ზემოაღნიშნულისთვის საჭიროა შესწავლილ იქნეს:

ა) ეკიპაჟის წევრების პიროვნული ფსიქოლოგიური თავისებურებები, საერთო ფიზიკური მდგომარეობა, ბოლო თვის განმავლობაში მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა (ოჯახური და სამსახურებრივი კონფლიქტები, ალკოჰოლის, თამბაქოს, წამლების ბოროტად გამოყენება და სხვა);

ბ) საავიაციო შემთხვევის წინა პერიოდში და გაფრენის დღეს ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური), საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემოწმების მონაცემები, სამედიცინო დაწესებულებებში ავადმყოფობის ისტორია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში;

გ) საავიაციო შემთხვევამდე წინა სამი დღე-ღამის განმავლობაში კვების, დასვენებისა და ძილის სრულფასოვნება;

დ) შვებულებით, დასვენების დღეებით დროულად სარგებლობა, აგრეთვე, საფრენოსნო დატვირთვა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში (განსაკუთრებით შემთხვევის დღეს და მის წინა დღეს) და აღნიშნულის შესაბამისობა დადგენილ ნორმებთან;

ე) ალკოჰოლზე, ფსიქოაქტიურ და საჭიროებისას სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებსა და წამლებზე ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგები;

ვ) კონკრეტულ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული ფრენის დროს ეკიპაჟის წევრების ემოციური მდგომარეობა (რადიოკავშირისა და ბიოლოგიური სტრესული მდგომარეობის საგანგებო გამოკვლევების მონაცემების მიხედვით) და მათი მოქმედების სისწორესა და დროულობაზე მისი გავლენა;

ზ) განსაკუთრებული (ავარიული) ვითარების წარმოქმნასა და განვითარებაზე ადამიანის ფაქტორის გავლენა;

თ) ტრასოლოგიური გამოკვლევების მონაცემები, (სხეულის დაზიანებების სახეობა და ფარგლები, მდებარეობისა და სამუშაო მოქმედებების ნიშნები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის დაზიანების თავისებურებები და სხვა, მათი არსებობის შემთხვევაში);

ი) ეკიპაჟის დაღუპული წევრების (არსებობის შემთხვევაში) სხეულების განლაგება;

კ) ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაში მოკვლევისას გამოვლენილი ნაკლოვანებები;

ლ) ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფის განმსაზღვრელი შიდა სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი საბუთების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ნაკლოვანებები;

მ) საჰაერო ხომალდის აგებულების, სპეცტანსაცმლის, დაცვისა და გადარჩენის საშუალებების ის ნაკლოვანებები, რამაც ეკიპაჟის შრომისუნარიანობაზე გავლენა იქონია ან მისი წევრების დაზიანების მიზეზი გახდა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე სამედიცინო სამსახურის სამუშაო ჯგუფი ურთიერთმოქმედებს ქვეკომისიის სხვა სამუშაო ჯგუფ(ებ)თან;

ნ) ეკიპაჟის დაღუპული წევრების (არსებობის შემთხვევაში) სასამართლო-სამედიცინო და სხვა გამოკვლევების აქტები;

ო) ეკიპაჟის წევრთა სამედიცინო ცნობა სამედიცინო შემოწმების შესახებ (სერტიფიკატები) და ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო წიგნაკები (პირადი ბარათები);

პ) ბოლო სამი თვის განმავლობაში ფრენისა და დასვენების ნორმების დაცვა.

14. სამედიცინო ჯგუფის ჩატარებული სამუშაოს შედეგ(ებ)ის მიხედვით, ადგენს ანგარიშს, რომელშიც აისახება ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული საკითხები. აღნიშნული საკითხების დამადასტურებელი საბუთები და ცნობები თანდართული უნდა იყოს სამედიცინო ჯგუფის ანგარიშზე.

15. საფრენოსნო ქვეკომისია, ამ მუხლის მე-5, მე-8, მე-12 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშებისა და მათზე თანდართული საბუთების საფუძველზე ადგენს ქვეკომისიის ანგარიშს, რომელშიც აისახება დასკვნები ეკიპაჟისა და საჰაერო მოძრაობის მართვის/მომსახურების სპეციალისტთა ქმედებების სისწორე, სრულყოფილებასა და დროულობაზე, ხოლო დარღვევების შემთხვევაში – მათ მიზეზებზე. ქვეკომისიის ანგარიშში სავალდებულოდ განისაზღვრება მოკვლევისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელი რეკომენდაციები.

16. საფრენოსნო ქვეკომისიის ანგარიშს თან ერთვის:

ა) საფრენოსნო ქვეკომისიის სამუშაო ჯგუფების ანგარიშები და მათი დანართები;

ბ) ქვეკომისიათა და მათი სამუშაო ჯგუფების წევრთა სიები;

გ) ქვეკომისიების სხდომების ოქმები, რომელთა შედგენის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია წინამდებარე წესის №5 დანართის შესაბამისად;

დ) მონაცემები ეკიპაჟის წევრებზე, წინამდებარე წესის №6 დანართის შესაბამისა