1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ნებისმიერ საავიაციო შემთხვევას იკვლევს, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მინისტრის მიერ დანიშნული/შექმნილი კომისია ამ წესის შესაბამისად.
2. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისას, როდესაც საქართველო წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს, ან საავიაციო შემთხვევის დროს დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები), სამინისტრო ვალდებულია, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მომკვლევი სახელმწიფო ინფორმაციით:
ა) სამინისტროს მოკვლევის პროცესში ჩართვისა და წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ;
ბ) საჰაერო ხომალდზე არსებული სახიფათო ტვირთის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საჰაერო ხომალდის და/ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების შესახებ.
3. კომისიის მუშაობაში, სახელშეკრულებო საწყისებზე, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დამამზადებლის, ავიასაწარმოს, სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო დაწესებულებებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა.
4. საავიაციო შემთხვევის მოკვლევასთან და ამ შემთხვევით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების, აგრეთვე კომისიის წევრებისა და მოწვეული სპეციალისტების შრომითი ურთიერთობის საკითხები რეგულირდება კანონმდებლობი