1. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის მიზანია სავარაუდო გამომწვევი მიზეზების დადგენა, მისი თანამდევი ფაქტების, პირობებისა და გარემოებების გამოვლენა, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე.
2. მოკვლევის საგანს არ წარმოადგენს ვინმეს ბრალეულობისა ან/და პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევისას გამოვლინდა ცალკეული პირის ან ექსპლუატანტის დანაშაულებრივი ქმედება, კომისია ვალდებულია იგი ასახოს მოკვლევის საბოლოო ანგარიშში და აცნობოს შესაბამის ორგანოებ