1. საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო შემთხვევები ექვემდებარება მოკვლევას, რაც ხორციელდება აღნიშნული წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საავიაციო შემთხვევებთან დაკავშირებულ პირთა ბრალეულობის ან/და პასუხისმგებლობის დამდგენ მოქმედებებს ახორციელებენ შესაბამისი სტრუქტურები.

3. საავიაციო შემთხვევის მოკვლევისთვის, შეიძლება შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია იმ შემთხვევაში, როდესაც საავიაციო შემთხვევა მოხდა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის საქართველოს სამოქალაქო ან/და ექსპერიმენტულ ხომალდთან შეჯახებით.

4. საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს კომისია, რომელიც თავისი საქმიანობის განხორციელებისას არის დამოუკიდებელი, ობიექტური და მოქმედებს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად.

5. საჰაერო ხომალდებზე, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევების მოკვლევა, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად, ტარდება საავიაციო შემთხვევის მოხდენის ადგილის სახელმწიფოს მიერ, ამ სახელმწიფოს ეროვნული წესების შესაბამისად. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტრო იმავე კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად, უფლებამოსილია მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად, კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნოს და მიავლინოს უფლებამოსილი პირი (შემდგომში – წარმომადგენელი).

6. დაუშვებელია:

ა) საავიაციო შემთხვევის ან მასთან დაკავშირებული ფაქტების დამალვა;

ბ) საავიაციო შემთხვევის შესახებ დაგვიანებული შეტყობინება;

გ) მოკვლევის მსვლელობაზე არასანქცირებული ინფორმაციის გავრცელება;

დ) საავიაციო შემთხვევის ან მისი გამომწვევი მიზეზების განზრახ არასწორი კლასიფიკაცია;

ე) იმ საბორტო ან მიწაზე არსებულ ობიექტური კონტროლის ჩანაწერების ან სხვა მასალების დაზიანება, ან მათი განადგურება, რომელთაც კავშირი ჰქონდათ საავიაციო შემთხვევასთან.

7. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის პროცესი მოიცავს:

ა) ობიექტურობის პრინციპის საფუძველზე, ყოველმხრივი, სრულყოფილი და დეტალური ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს;

ბ) საავიაციო შემთხვევაზე წინასწარი ანგარიშის შედგენას;

გ) საჭირო კვლევების ჩატარებას;

დ) საავიაციო შემთხვევის მიზეზ(ებ)ის დადგენას;

ე) საავიაციო შემთხვევაზე საბოლოო ანგარიშის შედგენას;

ვ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შემუშავებას და მოკვლევის შედეგების განხილვას.

8. მიწაზე ან ჰაერში,  საჰაერო ხომალდის მომსახურებასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულნი არიან შეასრულონ ამ წესის მოთხოვნები.

თავი II

საავიაციო შემთხვევის მოკვლე