1. საავიაციო შემთხვევის დასრულებული მოკვლევა, საავიაციო შემთხვევის ახალი პირობებისა და გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიძლება განახლდეს.

2. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის განახლება ხდება, დამოუკიდებლად ან საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნით, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საავიაციო შემთხვევის მოკვლევის მასალების გადასინჯვა ხორციელდება:

ა) ისეთი განუხილავი საკითხის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც/რომელსაც ზეგავლენა მოახდინა/შეიძლება მოეხდინა კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე;

ბ) საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული იმ საბუთების, გაანგარიშებაში შეცდომის დაშვების ან სამეცნიერო გამოკვლევების შედეგების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა/შეიძლება მოეხდინა კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე;

გ) კონკრეტული საავიაციო შემთხვევის თვითმხილველის ან მოწმის მიერ დამატებითი, კომისიისთვის უცნობი, საავიაციო შემთხვევის მოხდენის გარემოებ(ებ)ის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა/შეიძლება მოეხდინა კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე.

4. კომისიამ უნდა დაასაბუთოს თუ, რატომ არ იყო კომისიის საბოლოო ანგარიშში ასახული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებ