გარემოს დაცვის ნორმების დაწესების მიზანია დადგინდეს გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით წესდება:
ა) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები;
გ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები;
დ) ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი;
ე) გარემოზე დატვირთვის ნორმებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310016001602804 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.04.2018
აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა -,,გარემოს დაცვის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობის უზრუნველყოფისათვის დგინდება გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების სხვადასხვა ნორმები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოს დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება