1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები;
ბ) ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები;
გ) რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.
2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3060 - ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3060
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-350-333-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2011
…ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და ანთროპოგენური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის, «გარემოს დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, «წყლის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს ¹297/ნ ბრძანებით დამტკიცდა გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმები.
- საქმე №ბს-586-507-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2005
ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები “გარემოს დაცვის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის I-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს.
- საქმე №330310016001602804 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.04.2018
…კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა -,,გარემოს დაცვის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობის უზრუნველყოფისათვის დგინდება გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების სხვადასხვა ნორმები. იმავე კანონის 29-ე მუხლი, რომლის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი დადგენილი ნორმა უნდა იყოს ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელიც არ არის შემუშავებული.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოს დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება