თავი VI — ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები
1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები არის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების (გარემოს ხარისხობრივი სტანდარტების) ნაწილი. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისთვის.
2. ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების სახით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 22.05.2020 კანონი №5948
- 13.04.2016 კანონი №4951
- 25.03.2013 კანონი №451
- 11.03.2011 კანონი №4386
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-586-507-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2005
დამტკიცებული “ზდგ ნორმატივების პროექტის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, 29-ე და 35-ე მუხლები. ხსენებული მუხლების თანახმად, პასპორტში მითითებული უნდა იყოს თითოეული მავნე ნივთიერება, მათი ჯამური მავნე ზემოქმედება, ზიანის სიდიდე და სხვა მაჩვენებლები, რაც “თ.-ის” პასპორტში აღნიშნული არ არის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება