„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.07.2016 ძალადაკარგული 26.01.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№314
სარეგისტრაციო კოდი
120340000.10.003.019379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №314

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

+
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ხელს უწყობს გენერალური შტაბის საქმიანობის კოორდინაციას; ახორციელებს გენერალური შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გენერალური შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას, გენერალური შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას; კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;“.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.   

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №314, 07.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.019379 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3335320-1/