საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.07.2016 ძალადაკარგული 10.11.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№319
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.019384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2016 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება № 225  - ვებგვერდი, 14.05.2018წ.


+
მუხლი 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება № 225  - ვებგვერდი, 14.05.2018წ.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



დანართი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.


+
მუხლი 1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:

 

№

მომსახურების სახეები

საზომი ერთეული

საფასურის ოდენობა

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  დოზიმეტრიული გაზომვა

0 – 500 მ​2

500-დან – 1000 მ​2-მდე

1000 მ​2-ის ზევით ყოველ დამატებით 500 მ​2-ზე

400 ლარი

600 ლარი

 

+200 ლარი

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრიული გაზომვა

0 – 1 ჰა

 

1 ჰა-დან ზევით ყოველ დამატებით

1 ჰა მ​2-ზე

400 ლარი

 

+200 ლარი

 

სამომხმარებლო  პროდუქციის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა

ერთჯერადი გაზომვა

 

15 ლარი

 

სამშენებლო მასალისა და სამშენებლო ნარჩენის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა

ყოველი 100 მ​2

 

100 ლარი

 

შენობის დოზიმეტრიული გაზომვა

0 – 50 მ​2

50-დან – 100 მ​2-მდე

100 მ​2-ის ზევით ყოველ დამატებით 100 მ​2-ზე

100 ლარი

150 ლარი

+50 ლარი

 

ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა

0-20 ტონის ჩათვლით

ყოველი დამატებითი ერთი ტონა

150 ლარი

 

+5 ლარი

 

სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრიული გაზომვა

 

ერთი ერთეული

50 ლარი

 

დახურული რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა რადიოაქტიური ნარჩენების საცავში

ერთი წელი

სამ წელზე მეტი ვადით

300 ლარი

1000 ლარი

 

რადიოაქტიური წყაროს ჯართიდან გამოცალკევება და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსება

ჯართიდან რადიოაქტიური წყაროს გამოცალკევება და შენახვა

500 ლარი

 

მაიონებელი გამოსხივების მილაკის შენახვა

1 ცალი

100 ლარი

 

სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების ერთი ერთეული ვაგონის დოზიმეტრიული გაზომვების ჩატარება

ერთჯერადი გაზომვა

 

500 ლარი

 

ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის გაფართოების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება

1 ერთეული მაიონებელი გამოსხივების წყარო

200 ლარი

 

შენიშვნა: ცხრილში მითითებულ ღირებულებაში არ შედის მივლინების ხარჯები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №408 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.

მუხლი  2.  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები

1. სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:

ა) მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 500 ლარი;

ბ) სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 50 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 150 ლარი;

გ) რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება, რომელიც არ მოითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გაფართოების მიზნით - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი;

დ) ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი.

2. სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ლიცენზიის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან, ხოლო ნებართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში, ახორციელებს უფასოდ.

მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები

1.  ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მოთხოვნილი ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღეს ემთხვევა უქმე ან დასვენების დღე, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დენა ჩერდება სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების ან/და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ხარვეზის გამოსასწორებლად,  სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში.  

3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე,  უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს  ანგარიშზე.

6.საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 მუხლი 4. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი, სააგენტოს მიზეზით, ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში.

2. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, როცა  დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ.

3. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობით დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას, მას თან უნდა ერთვოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების  წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“, №319, 11.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019384 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3337587-2/