ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
მინიჭების წესი
1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.
2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა,საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; ბოლნისის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;
გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
4. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ.
1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საკითხს იხილავს და მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს მერის ბრძანებით შექმნილი სათათბირო საბჭო.
3. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია,გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევა შეუძლია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით, მერის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 05.09.2023 წ.
1.საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
ე) არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა;
ვ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;
3. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს სათათბირო საბჭოს.
4. სათათბირო საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.

1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ბოლნისის საპატიო მოქალაქის მედალი, შესაბამისი სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
3. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მედალი (სერტიფიკატი, ფულადი ჯილდო) მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში.
5. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).

+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2016 წლის 18 ივლისი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ (დანართი 1).
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 ნოემბრის №48 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/11/2011, 010250050.35.158.016056).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი
+
დანართი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების
მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.
2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა,საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; ბოლნისის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;
გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
4. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო🔗
1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საკითხს იხილავს და მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს მერის ბრძანებით შექმნილი სათათბირო საბჭო.
3. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია,გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევა შეუძლია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით, მერის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 05.09.2023 წ.
მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები🔗
1.საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
ე) არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა;
ვ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;
3. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს სათათბირო საბჭოს.
4. სათათბირო საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 05.09.2023 წ.
მუხლი 4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი🔗
1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ბოლნისის საპატიო მოქალაქის მედალი, შესაბამისი სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ბოლნისის საპატიო მოქალაქის მედალი, შესაბამისი სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
3. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მედალი (სერტიფიკატი, ფულადი ჯილდო) მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში.
5. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
5. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 05.09.2023 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 19.09.2023 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №35, 18.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016307 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3344006-1/