1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ექვემდებარება კეთილსინდისიერად შესრულებას თვით ამ ხელშეკრულების პირობების, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საქართველო მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით, თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებიც მოსპობდა ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.
3. საქართველო ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსათვის მისი ძალაში შესვლის მომენტიდა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1342-917(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2007
…საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” ორჰუსის 1998 წლის 25 ივნისის კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წლის 11 თებერვალს, რადგან სადავო დადგენილება გამოცემულ იქნა 1996 წლის 11 ივლისს, “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებას ასრულებს საქართველოსათვის მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.
- საქმე №3გ/ად-169-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2002
«საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს», მაგრამ ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, «საქართველო ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსათვის მისი ძალაში შესვლის მომენტიდან» და მისი გამოუქვეყნებლობა ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება არ იქნეს აღიარებული სავალდებულოდ ქართული მხარის მიერ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება