თავი III — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია, ტექსტის შენახვა და ოფიციალური გამოქვეყნება
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში“.
3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის გამოხატვას, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება სავალდებულო
ა
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა კრებულში.
5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი აუთენტური ტექსტი შედგენილია ქართულ ენაზე, ხელშეკრულება ქვეყნდება ქართულ ენაზე.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის აუთენტური ტექსტები შედგენილია მხოლოდ უცხო ენებზე, ქვეყნდება ამ ენათაგან ერთ-ერთზე, ოფიციალური ქართული თარგმანის თანდართვით.
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73
საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204
თავი III1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების გამოქვეყნება
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1923 – ვებგვერდი, 24.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.10.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.10.2022 კანონი №1923
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-566-559(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2016
…კანონმდებლობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის მოითხოვდა რომელიმე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულებას, ასეთი ხელშეკრულება საქართველოში ძალაში შედიოდა მხოლოდ სათანადო პროცედურის გავლის შემდეგ. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი იმპერატიულად ადგენდა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნების ვალდებულებას საერთაშორისო ხელშეკრულებათა კრებულში.
- საქმე №3გ/ად-169-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2002
…მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან გენერალური შეთანხმების სრული ტექსტი არ გამოქვეყნებულა, აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივ შედეგებს ვერ გამოიწვევს და საბაჟო ურთიერთობათა მოწესრიგებისას არ გამოიყენება, როგორც სამართლის წყარო. «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის…
- საქმე №3კ/291-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2001
ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შედის იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია მხარეებს შორის და ამ კანონის შესაბამისად. ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ოფიციალურად ქვეყნდება პარლამენტის უწყებაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება