1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
3. ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ.
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1221 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-260-248-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზეც, რომლის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია.
- საქმე №ბს-1339-1324(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2012
ამასთან, 1997 წლის 16 ოქტომბრის “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის…
- საქმე №ბს-982-946(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2009
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ» კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად, ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები,…
- საქმე №ბს-1092-1044(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2008
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ადასტურებდა, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება იყო საქართველოს ნორმატიული აქტი და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი იყო.
- საქმე №ბს-607-574(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2007
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შედასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება