1. საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე შეიძლება გამოიხატოს:
ა) ხელშეკრულების ხელმოწერით;
ბ) ხელშეკრულების შემადგენელი დოკუმენტების (ნოტების) გაცვლით;
გ) ხელშეკრულების რატიფიცირებით;
დ) ხელშეკრულების დამტკიცებით;
ე) ხელშეკრულებასთან შეერთებით;
ვ) ხელშეკრულებაზე თანხმობის ნებისმიერი სხვა ურთიერთშეთანხმებული საშუალების გამოყენებით.
2. საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.09.2018 კანონი №3379
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-566-559(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2016
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2000 წლის 30 ნოემბერს მინსკში ხელმოწერილი გადაწყვეტილება ძალაში იყო „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და 24-ე მუხლების თანახმად და რომ მისი სავალდებულოდ აღიარებისათვის არ იყო საჭირო გამოქვეყნება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება