1. საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.
2. საერთო წყალსარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს უმარტივესი ნაგებობებითა და მოწყობილობებით (გუბურა, მიწისქვეშა წყლების შახტური ჭა და სხვა), რომლებიც განლაგებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე.
3. საერთო წყალსარგებლობა უფასოა.
4. საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
5. მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით, გასაჭრელი შახტური ჭის, ჩასასობმილიანი ფილტრირებული ჭის, აგრეთვე წყაროების კაპტაჟების მოწყობის მეშვეობით, თუ ისინი მოქმედებენ ისე, რომ არ ხდება წყლის დონის იძულებითი დაწევა, ხორციელდება საერთო წყალსარგებლობის ფორმით.
6.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
7.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494
– ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-1138-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო…
- საქმე №ბს-66(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
- საქმე №ბს-1523(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2019
ამავე კანონის 32-ე და 33-ე მუხლებში მითითებულია სამართლებრივი მოწესრიგება თითოეული ფორმის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, შპს „...ას“ სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს N...
- საქმე №ას-871-838-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2017
შესაბამისად, წყლის გამოყენებისას მათი მიზანი გამომდინარეობს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 32-ე მუხლიდან. მოსარჩელეები არიან მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი წყლის მოსარგებლეები და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სარგებლობდნენ წყლის რესურსით.
- საქმე №ას-347-328-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
…(რომელიც ასევე ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლეოდა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე და 34-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამდენად, პალატის აზრით, კანონი არ გამორიცხავდა იმ მიწაზე, რომელზედაც განთავსებული იყო წყარო, კერძო პირის საკუთრების უფლების არსებობას;
- საქმე №ბს-1011-969(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2010
- საქმე №281210119003163108 · ასპინძის მაგისტრატი სასამართლო · 13.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება