1. წყალმოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად;
გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე.
2.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
3.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
4.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
5. წყალმოსარგებლის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით.
6. წყალმოსარგებლის უფლებები დაცულია კანონით და მისი ხელყოფის შემთხვევაში დარღვეული უფლება უნდა აღდგეს.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494
– ვებგვერდი, 05.04.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.03.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.03.2013 კანონი №494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1011-969(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2010
…თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთნება ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსაცავები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები. იმავე კანონის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიწის მესაკუთრეს და მიწით მოსარგებლეს უფლებას ანიჭებს გამოიყენოს მის ტერიტორიაზე არსებული წყლის ობიექტები ლიცენზიის გარეშე მხოლოდ საერთო წყალსარგებლობის ფორმით, თუ ამით არ ზარალდებიან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები და არ არის მოსალოდნელი წყლის მახასიათებლების არასასურველი ცვლილება.
- საქმე №330310016001409859 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2018
კერძოდ, კანონის 39-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, წყალმოსარგებლეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით, ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება